ცხელი ხემსი ბაგეტში: 5 წუთი მოსამზადებლად, 10 წუთი გამოსაცხობად – შესანიშნავი კერძი მზადაა

1411

ფრანგული ბაგეტის წარმომავლობის მრავალი თეორია არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, გასული საუკუნის 20-იან წლებში საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა პურის გამოცხობა დილის 4 საათის ადრე. მეპურეები მიხვდნენ, რომ ვერ მოასწრებენ საჭირო რაოდენობის პურის გამოცხობას ამ პერიოდშ, ამიტომ მრგვალი ფორმა გრძელი და თხელით ჩაანაცვლეს, რადგან მის გამოცხობას ნაკლები დრო სჭირდებოდა.

ბაგეტი შიგთავსით – პროდუქტი, რომელიც მოგვიანებით გაჩნდა და დღეს დაიკავა ადგილი უამრავი ადამიანის მენიუში. თბილი, ხრაშუნა, ხორცის შიგთავსით – ის შესანიშნავია საუზმეზეც და წასახემსებლადაც. ჩაიწერეთ რეცეპტი, ვინაიდან არაერთხელ გამოგადგებათ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ბაგეტი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 150 გრ მოხარშული ძეხვი
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 კონა მწვანილი
  • 1 კბ ნიორი
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • ზეთი გემოვნებით
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ბაგეტი 7 სმ სისქეზე. ამოაცალეთ გული, დატოვეთ ფსკერი.

2. დაჭერით სოკო და შეწვით ზეთში.

3. გაატარეთ ნიორი, დაჭერით ძეხვი მცირე კუბებად.

4. შეურიეთ სოკო, ძეხვი, არაჟანი, ნიორი, მარილი, პილპილი.

5. შეავსეთ ბაგეტები მიღებული მასით, მოაყარეთ გახეხილი ყველი.

6. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთით.

7. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

შიგთავსის სახით ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ქათმის ხორცი კიტრთან და პომიდორთან ერთად. გემო სულ სხვა გამოვა, მაგრამ არანაკლებ საინტერესო. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!