როგორ მოვამზადოთ გემრიელი და ნოყიერი ბლინი-ღვეზელები სწრაფად და მარტივად

1815

შიგთავსიანი ბლინები სულაც არ არის იგივე, რაც ბლინი-ღვეზელები. და მიუხედავად იმისა, რომ ამ ორის მომზადების მეთოდი თითქმის ერთნაირია, გემო სრულიად განსხვავებული აქვს. საკმარისია რამდენიმე ასეთი ბლინი მოამზადოთ, რომ მთელი ოჯახი დაანაყროთ.

შიგთავსიანი ბლინები ძალიან სწრაფად მზადდება და შეგიძლიათ მიირთვათ დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მისი რეცეპტი მოიცავს ინგრედიენტების უამრავ კომბინაციას. ამ ჯერად, ჩვენ გთავაზობთ ხაჭოთი მომზადებულ ცომს ქათმის ხორცის წვნიანი ფარშისა და ხახვის შიგთავსით.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ კეფირი
  • 2 ც კვერცხი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 600 გრ ქათმის ფარში
  • კარაქი
  • 200 გრ ხაჭო
  • 200 მლ რძე
  • 1 ს.კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 ც ხახვი
  • დაფქული შავი პილპილი

მომზადების წესი

1. მოამზადეთ შიგთავსი. წვრილად დაჭერით ხახვი და მზესუმზირის ზეთში შეწვით. დაუმატეთ ფარში (აირჩიეთ უფრო ცხიმიანი), კარაქი და შეწვით, სანამ ბოლომდე მომზადდება. დაუმატეთ მარილი და პილპილი.

2. მოამზადეთ ცომი. ათქვიფეთ კვერცხი მარილთან და შაქართან ერთად, თბილი რძე დაუმატეთ. შემდეგ კოვზით დაუმატეთ ხაჭო, მუდმივად მოურიეთ, რომ მასა რაც შეიძლება ერთგვაროვანი გამოვიდეს. დაუმატეთ ნახევარი ფქვილი და მოურიეთ.

3. ცალკე ჭიქაში ჩაყარეთ სოდა და დაელოდეთ, სანამ დიდი ოდენობით ბუშტუკები გამოჩნდება. შემდეგ ჩაასხით კეფირი თხევად ცომში და დარჩენილი ფქვილი დაუმატეთ. მოზილეთ სქელი თხევადი ცომი.

4. საშუალო ცეცხლზე გააცხელეთ ტაფა, წაუსვით მზესუმზირის ზეთი და დაიწყეთ პირველი ბლინის შეწვა. ამისთვის გამოიყენეთ 1,5 ს.კ. ცომი და გადაანაწილეთ ცხელი ტაფის ზედაპირზე.

5. როდესაც ცომზე ბუშტუკები გამოჩნდება, მასზე ერთი და ნახევარი კოვზი შიგთავსი მოათავსეთ და ბლინი გადაკეცეთ. ბლინის კიდეები ერთმანეთს უნდა შეეწებოს. ბლინს თავსახური დაახურეთ და შეწვით 30 წამით ორივე მხარეს. იგივე გაიმეორეთ, სანამ ინგრედიენტები გათავდება.

ქათმის ფარშის ნაცვლად შიგთავსად ყველის და მწვანილის, ბრინჯის და კვერცხის ან უბრალოდ ნებისმიერი ხორცის ფარში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეს მარტივი ბლინები დაგიზოგავთ დიდ დროს, სამაგიეროდ ძალიან გემრიელი, ნოყიერი და წვნიანი გამოდის.