შინაურული ნაყინი კრემბრიულე 5 წუთში და 3 ინგრედიენტით

1086

Gastronomia.ge-ს რედაქცია ბავშვობიდან ბევრისთვის საყვარელი ტკბილეულის ერთ–ერთ უმარტივეს რეცეპტს გიზიარებთ. შინაურული ნაყინი გემრიელი რომ გამოვიდეს, ხარისხიანი პროდუქტები გამოიყენეთ.


ინგრედიენტები:

  • 500 გრ ცხიმიანი ნაღები
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 2 ცალი ვაფლის ფენა

მომზადება:

  1. ყველა პროდუქტი ძალიან ცივი უნდა იყოს.
  2. ნაღები მიქსერით ძალიან სქელი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. 5 წუთი საკმარისია.
  3. შესქელებული რძე დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. გემოვნებით შეგიძლიათ ნახევარ ქილაზე მეტი შესქელებული რძე დაუმატოთ, მაგრამ ძალიან ტკბილი გამოვა.
  4. 1 წუთით ათქვიფეთ, რომ მასა არ დაარღვიოთ. ის შეიძლება ძალიან ცხიმიანი გახდეს.
  5. მრგვალ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით და პარკი დააფარეთ.
  6. ვაფლის ფენა ჩადეთ და მასა ზემოდან წაუსვით. თანაბრად გადაანაწილეთ. ზემოდან მეორე ვაფლის ფენა დააფარეთ.
  7. საყინულეში 5 საათით შეინახეთ.
  8. სურვილის მიხედვით შეგიძლიათ ვაფლის ფენა არ გამოიყენოთ. უბრალოდ ნაყინი ფორმაში ან თავიდანვე პორციულ ჭიქებში ჩაასხით.
  9. თუ წვეულებისთვის ამზადებთ, დესერტი ახალი კენკრით ან მარმელადით, შოკოლადის ნაფხვენით ან სხვა დანამატით გემოვნებით მორთეთ.
  10. ძალიან არომატული და გემრიელი დესერტი გამოვა, რომელსაც ხარისხიანი პროდუქტებისგან მოამზადებთ.
  11. გემრიელად მიირთვით!