ეს გახლავთ სპაგეტის მომზადების ყველაზე სწრაფი და მარტივი მეთოდი ცნობილი რეცეპტის მიხედვით. აუცილებლად მოგეწონებათ თქენც და თქვენს მეგობრებსაც!
ინგრედიენტები
- 350 გრ სპაგეტი
- 150 გრ ბეკონი
- 1 ც ხახვი
- 1 ქილა ტომატი საკუთარ წვენში
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- 5 ც ქამა სოკო
- 8 ც კაპერსი
- 100 გრ მაგარი ყველი
- მარილი, პაპრიკა გემოვნებით
მომზადება
- ღრმა ტაფაში მოთუშეთ დაჭრილი ხახვი და ბეკონი.
- დაამატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, სოკო და კაპერსები.
- ცალკე მოხარშეთ სპაგეტი.
- დაუმატეთ ტაფაში ტომატი, მწვანილი და სუნელები, მოთუშეთ ნელ ცეცხლზე 15 წთ განმავლობაში.
- სოუსში დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი. კარგად მოურიეთ და კიდევ 7 წთ მოამზადეთ.
მოაყარეთ სპაგეტის გახეხილი ყველი და მიირთვით ცხლად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპი მეგობრებს!