ტორტი “წითელი ბარხატი” ალუბლით – დღესასწაულების განუყოფელი ნაწილი

1051

პირადად მე მხოლოდ სახლში მომზადებულ დესერტებს მივირთმევ. ზუსტად ვიცი რისგან და როგორ არის მომზადებული. მეგობართან სტუმრობისას გამიმასპინძლდნენ ამ ტორტით. შთაბეჭდილებებს უბრალოდ ვერ აგიღწერთ.

დიდხანს ვატარებდი ექსპერიმენტებს, რათა ხასხასა წითელი ფერის ფირფიტები მიმეღო. ცდებმა აჩვენა, რომ უმჯობესია 3 ფირფიტა გამოაცხოთ, ვიდრე 1 გაჭრა 3 ნაწილად. ალუბლის შიგთავსი ამ დესერტს ელეგანტურობას სძენს.

ინგრედიენტები

  • კვრცხი 3 ცალი
  • შაქრის ფხვნილი 200გ
  • ხრბლის ფქვილი 220გ
  • კაკაო 0,5 ჩაის კოვზი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • კეფირი 180 მლ
  • კარაქი 100გ
  • მზესუმზირის ზეთი 100მლ
  • მარილი
  • ვანილის ექსტრაქტი 1 ჩაის კოვზი
  • საღებავი 2 ჩაის კოვზი
  • ალუბალი 2 ჩაის კოვზი
  • სიმინდის სახამებელი 13გ
  • ნაღების ყველი 500გ
  • ნაღები 250მლ
  • შაქარი 125გ
  • პექტინი 6გ
  • თეთრი შოკოლადი 120გ

მომზადება

1.ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი შაქრის ფხვნილთან ერთად. გააგრძელეთ თქვეფა, თითო-თითოდ დაუმატეთ კვერცხი. მოაყარეთ მარილი, მოასხით ზეთი და ვანილის ექსტრაქტი. კეფირს დაუმატეთ წითელი საღბავი.

2.ცალკე შეურიეთ გაცრილი ფქვილი, აკაო, სოდა და გამაფხვიერებელი. შეანელეთ მიქსერით, მშრალი მასა ნელ-ნელა დაუმატეთ კეფირს. მზა ცომი დატოვეთ 20 წუთი.

3.ცომი გაყავით 3 ნაწილად და გადაანაწილეთ ფორმებში. გამოაცხეთ 165 გრადუსზე 20 წუთი. ცხობის პრცესი აკნტროლეთ ხის წკირით. არ გამოაშროთ ბისკვიტი. გაგრილებული დესერტი გადმოიტანეთ ფორმიდან. შეფუთეთ ბისკვიტები და შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

4.პიურედ აქციეთ ალუალი, დაუმატეთ სახამებელი და კარგად მოურიეთ. პიურე მოათასვეთ დაბალ ცეცხლზე და წამოადუღეთ. დაელოდეთ 2 წუთი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

5.ალუბლის ჩიზქეიქისთვის 300გ ნაღების ყველს დაუმატეთ 100გ ნაღები, 160გ ალუბლის პიურე, სახამებელი, 60გ შაქარი და 1 კვერცხი. ათქვფეთ ბლენდერით ერთგვარვანი მასის მიღებამდე. გადაანაწილეთ ფორმებში, გამოაცხეთ 130 გრადუსზე 1 საათი. ღუმელში ცხელი წყლით სავსე ჭურჭელი მოათავსეთ ცხობისას. გაგრილებული დესერტი შეინახეთ მაცივარში.

6.პიურედ აქციეთ 300გ ალუბალი და 40 გრადუსამდე გააცხელეთ დაბალ ცეცხლზე. დაუმატეთ პექტინი და 65გ შაქარი. მოურიეთ და დააბრუნეთ პიურე ცეცხლზე, მოურიეთ. კონფი მოათასვეთ საკონდიტრო ტომარაში და შეინახეთ მაცივარში 2 საათი.

7.ქვაბში ჩაასხით ნაღები და 79 გრადუსამდე გააცხელეთ. ცხელი ნაღები მოასხით თეთრ შოკოლადს. ნაღები ათქვიფეთ ბლენდერით. დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ 5 საათი მაცივარში.

8.200გ ნაღების ყველს დაუმატეთ დარჩენილი ალუბლის პიურე და სახამებელი. კარგად ათქვიფეთ მასას ბლენდერით.

9.კრემისთვის გაგრილებულ პროდუქტებს დაუმატეთ ხაჭოს და შოკოლადის მასები. ათქვიფეთ ნელა, კრემი უნდა იყოს მკვრივი. მოათავსეთ საკონდიტრო პარკში.

10.ამ დესერტის ასაწყობად საკონდიტრო წრე დაგჭირდებათ. ზედაპირს წაუსვით ცოტა კრემი, მოათავსეთ პირველი ფირფიდა და შემოკარით წრე. წაუსვით კრემი და მოათავსეთ ჩიზქეიქი. ისევ ფირფიტა, კრემი, ცენტრში კონფი და დააფარეთ კორჟი. შეინახეთ მაცივარში მთელი ღამე.

გემრიელად მიირთვით!