როგორ მოვამზადოთ პომიდორი ზამთრისთვის მარილის, სანელებლების, ძმრის და მწვანილის გარეშე?

781

მოვამზადოთ პომიდორი ზამთრისთვის. დღეს უმარტივეს რეცეპტს შემოგთავაზებთ.

პომიდორის არჩევაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა. აუცილებელია დაუზიანებელი და ხორციანი პომიდვრის ყიდვა.

ბოსტნეული კარგად გარეცხეთ გამდინარე ცივ წყალში. აუცილებლად გაამშრალეთ.

რჩევა 1

აუცილებლად გაასტერილეთ ქილები და თავსაფრები. ბოლოს კი ისევ მოგიწევთ მათი ხელახლა გასტერილება, უკვე პომიდვრებთან ერთად.

რჩევა 2

წყალი უნდა იყოს აუცილებლად ადუღებული. ეს მნიშვნელოვანია. პომიდორზე დასხმამდე წყალი ცოტა უნდა გააგრლოთ, რათა მაღალმა ტემპერატურამ არ დააზიანოს ქერქი.

დიდ ქვაბის ძირზე დააფინეთ პირსახოცი და ჩაასხით თბილი წყალი. ცხელი წყლის ჩასხმა სახიფათოა, რადგან შეიძლება ქილები გასკდეს. მოათავსეთ ქვაბი ცეცხლზე და დაელოდეთ წყლის ადუღებას. წყლის ადუღების შემდეგ ასტერილეთ 17 წუთი. ნახევარ ლიტრიენები კი 10 წუთი.

რჩევა 3

დიდი ხანი არ გააჩეროთ პომიდორი ცხელ წყალში, ამის შედეგად ბოსტნეული ზედმეტად რბილი იქნება. შმდეგ კი ყველაფერი ძველებურად: მოხუფეთ ქილები და გადმოაბრუნეთ.

რჩევა 4

არშეახვიოთ პომიდვრით სავსე ქილები სქელ პლედში. უბრალოდ გადმოაბრუნეთ ქილები, შეინახეთ გრილ და ბნელ ადგილას.

რჩევა 5

ბნელ ადგილას პომიდვრის შენახვა კაშკაშა პერის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

გემრიელად მიირთვით!