გთავაზობთ ნაზუქის რეცეპტს, რომელის გამოცხობა ღუმელში ძალიან მარტივად შეგიძლიათ. ამ რეცეპტით საოცრად გემრიელი ნაზუქი ცხვება. სცადეთ, არ ინანებთ!
ინგრედიენტები:
- რძე – 1,5 ლ
- საფუარი – 50 გ
- კვერცხი – 8 ცალი
- ერბო – 200-250 გ
- შაქარი – 3 ჩაის ჭიქა
- ქიშმიში – 500 გ
- ხორბლის ფქვილი დაახლოებით 3 კგ
- დაფქული დარიჩინი, დანაყილი მიხაკი, ვანილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- 1 ჩაის ჭიქა რძეში გავხსნათ საფუარი, დავუმატოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ფქვილი, კარგად ავთქვიფოთ და დავდგათ გასაფუებლად 2-3 საათი.
- ცალკე ჯამში ჩავყაროთ ფქვილი. შუაში ჩავაღრმავოთ. ჩავამატოთ გაფუებული საფუარი, შაქართან ერთად ათქვეფილი 6 კვერცხი და 2 კვერცხის ცილა ( 2 კვერცხის გული შევინახოთ), გამდნარი ერბო, ვანილი, დარიჩინი, მიხაკი, ქიშმიში, დავასხათ რძე და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი.
- გადავაფაროთ მშრალი ტილო და დავდგათ თბილ ადგილას გასაფუებლად.
- 2 საათის შემდეგ ამოსული ცომი კიდევ ერთხელ მოვზილოთ, დავაცადოთ ამოსვლა და ამოვაგუნდავოთ. მივცეთ მოგრძო ფორმა, წავუსვათ რძეში ათქვეფილი კვერცხის გული და გამოვაცხოთ.
გემრიელად მიირთვით!