სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული წვრილი ძეხვი გაცილებით უფრო გემრიელი და სასარგებლოა

2282

ძეხვი ნამდვილი დელიკატესია. ამ პროდუქტს ბევრი მოყვარულიც ყავს. მისგან ხომ უამრავი კერძის მომზადებაა შესაძლებელი. ბუტერბროდი ძეხვით – სწრაფი და გემრიელი საუზმეა, რომელიც განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. დღეს გასტრონიმია სწორედაც რომ ძეხვის მომზადებას გასწავლით. სახლში, საკუთარი ხელით მომზადებული ეს საკვები განსაკუთრებით გემრიელი და სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

  • ღორის მჭლე ხორცი – 2 კილოგრამი
  • ხბოს ხორცი – 2 კილოგრამი
  • ღორის კანქვეშა ქონი – 300 გრამი
  • შავი ან სურნელოვანი პილპილი – 1 ჩაის კოვზი
  • ხახვი – 3-4 თავი
  • დაფნის ფოთოლი – 7-8 ცალი
  • მარილი გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ღორისა და ხბოს ხორცს მოვაცილოთ ძვლები, მყესები, ძარღვები. ყველაფერი ეს ჩავყაროთ ქვაბში და მოვხარშოთ ბულიონი.
  2. ბულიონს ჩავახარშოთ ხახვი, დაფნის ფოთოლი და ერთი ჩაის კოვზი პილპილი.
  3. ხორცი ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. დაკეპილი ხორცი შევანელოთ მარილით და პილპილით, რომელიც ძალზე კარგად უნდა იყოს დანაყილი.
  4. ცეცხლიდან გადმოდგმული და გაცივებული 1 ჩაის ჭიქა ბულიონი მოვასხათ ქონში ალესილ დაკეპილ ხორცს, კარგად მოვურიოთ და ძაბრის საშუალებით ეს ხორცის ფაფა ჩავასხათ ღორის წვრილ ნაწლავებში. თითო მტკაველის სიგრძეზე მოვუკრათ თავი და ბოლო. დავკიდოთ რამდენიმე საათით ნიავზე ან თბილ ოთახში და შემდეგ გავიტანოთ ცივ ადგილას. ასეთი ძეხვები 10-15 დღის განმავლობაში შეგვიძლია შევინახოთ.
  5. სუფრაზე მივიტანოთ წყალში, ლუდში ან ჭარხლის მწნილის მარილწყალში მოხარშული. შეგვიძლია აგრეთვე შევწვათ ერბოში ან ღორის ქონში.
  6. ყველა შემთხვევაში ამ ძეხვთან საჭიროა მდოგვის ფაფის მიტანა, კარგია აგრეთვე ერბოში მოშუშული კომბოსტოს მწნილი.

გემრიელად მიირთვით!