ბავშვობაში ამ წვნიანს ბებია ძალიან ხშირად მიმზადებდა

1619

სულმოუთმენლად ველოდი არდადაგებს, რათა ბებოსთან ჩავსულიყავი და დავმტკბარიყავი უგემრიელესი კერძებით. საოცარი არომატი მთელს სახლში ტრიალებდა.

ინგრედიენტები

  • ქათმის ბარკალი 2 ცალი
  • კარტოფილი 400გ
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • ვერმიშელი წვრილი 70გ
  • დაფნის ფოთოლი 3 ცალი
  • სურნელოვანი წიწაკა 7 ცალი
  • მარილი
  • შავი წიწაკა
  • წყალი 2ლ

მომზადება

1.პირველ რიგშუ მოვამზადოთ ბულიონი. აადუღეთ წყალი, დაუმატეთ მარილი, ხახვი, სტაფილო, წიწაკა, დაფნა და ქათმის ბარკალი.

2.მასას ადუღების შემდეგ მოაშორეთ ნადები. დააფარეთ თავსაფარი ქვაბს და მოხარშეთ ბულიონი 20 წუთი საშუალო ცეცხლზე.

3.შეწვით ვერმიშელი ზეთის გარეშე.

4.ბულიონიდან ამოიღეთ სტაფილო და ხორცი. ხახვი და დაფნა შეგიძლიათ გადააგდოთ.

5.კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი მოათავსეთ ბულიონში. აადუღეთ და მოხარშეთ 10 წუთი, მოაშორეთ ნადები.

6.მოხარშული სტაფილო წვრილად დაჭერით. ქათამს მოაშორეთ კანი, განაცალკევეთ ძვალი და ხორცი. მიღებული ინგრედიენტები დაუმატეთ სუპს, მწვანილთან ერთად და მოხარშეთ 5 წუთი.

7.დაუმატეთ ვერმიშელი და მოხარშეთ 5 წუთი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

გემრიელად მიირთვით!