სახლში მომზადებული უგემრიელესი ლიმონათი

797

ვის ახსოვს ლეგენდალური ლიმონათი “დიუშესი” ბავშვობიდან? ეს იყო ყველაზე გემრიელი სასმელი, რაც კი გამისინჯავს ადრე.

მინდოდა გამეხსენებინა ბავშვობის პერიოდი და გადავწყვიტე სახლში მომემზადებინა.

ინგრედიენტები

  • მსხალი 3 ცალი
  • შაქარი 160გ
  • ლიმონი 1 ცალი
  • ყინული გემოვნებით
  • პიტნა
  • წყალი 500მლ
  • გაზიანი წყალი 500მლ

მომზადება

1.მსხალი გაასუფთავეთ გარეკანისგან და თესლისგან. დაჭერით და მოათავსეთ ქვაბში.

2.დაუმატეთ პიტნა, შაქარი და თბილი სასმელი წყალი. ხელის ბლენდერით ათქვიფეთ.

3.გააგრილეთ მასა მაცივარში, შემდეგ გამოწურეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ლიმონი.

4.ლიმონათის მასა გადაასხით ჯამში, დაუმატეთ გაზიანი წყალი და ყინული.

გემრიელად მიირთვით!