შეუდარებელი ცომი ალუბლიანი გირცებისთვის. დეტალური ინსტრუქცია

278

აგარაკზე მორიგი სადილობისას ჩემმა დამ აღნიშნა, რომ ჩემ მიერ მომზადებული ალუბლის გირცები ხარშვისას არ დასკდა, წვენი არ გამოუშვა და წყალი სუფთა დარჩა. რატომღაც ეს ძალიან გაუკვირდა და აღფრთოვანდა. გირცების ცომს ამ მეთოდით უკვე წლებია ვამზადებ. ქვემოთ მოცემული ინგრედიენტების რაოდენობით დაახლოებით 60 ცალი გამოვა.

ყურადღება მიაქციეთ, რომ უტკბილო ცომს ვაკეთებ. მენდეთ, შაქარი, რომელიც შიგნით ექნება, იდეალური გემოსთვის საკმარისია. გირცებს ზემოდან თაფლი ან იგივე შაქარი შეგიძლიათ მოაყაროთ. აი, მარილი ცომს აუცილებლად უნდა დაუმატოთ.

რა დავუმატოთ ალუბლის გირცებს

ზოგიერთი დიასახლისი შიგთავსს სახამებელს უმატებს, მაგრამ მის გარეშეც წვნიანი გამოვა. თუ გსურთ, მითითებულ რაოდენობაზე 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი სახამებელი აიღეთ და შაქარს აურიეთ. ცოტა დარიჩინიც შეგიძლიათ დაუმატოთ, კერძს პიკანტურობას შემატებს.

ინგრედიენტები:

  • 800 გ ალუბალი
  • 150 გ შაქარი
  • 1 კვერცხი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 500 გ ხორბლის ფქვილი
  • 250 მლ რძე
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. კვერცხი თასში ჩატეხეთ, 1 ჭიქა ცხელი რძე ჩაასხით, მწიკვი მარილი და მცენარეული ზეთი დაუმატეთ. გამდნარი კარაქიც გამოგადგებათ.

2. ფქვილი გაცერით. მაშინვე მთლიანად არ დაუმატოთ, დამატება ყოველთვის შეიძლება. ყურადღება მიაქციეთ, რომ ცომი მკვრივი არ გამოვიდეს.

3. ცომი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩაზილეთ. ელასტიური ცომი უნდა მიიღოთ. სანამ ჯერ კიდევ თბილია, პარკში შეინახეთ ან თავსახური დაახურეთ. 10-15 წუთით მაგიდაზე გააჩერეთ.

4. ამოსული ცომი გლუვი და რბილი გახდება. მცირე ნაწილი მოაჭერით, დანარჩენი პარკში შეინახეთ.

5. 3 სმ სისქის ძეხვის ფორმა მიეცით და პატარა ნაჭრებად დაჭერით. თითოეული საგორავით გააბრტყელეთ, ცენტრში 3 ალუბალი დაუმატეთ.

6. შიგთავსს ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი მოაყარეთ.

7. მშრალი ხელით გირცის კიდეები შეკარით, ასე გირცი ხარშვისას არ დასკდება, ხოლო წვენი შიგნით დარჩება. სანამ ამზადებთ, დარჩენილ ცომს პარკი დააფარეთ, რომ არ გამაგრდეს.

8. გირცები ფქვილმოყრილ საჭრელ დაფაზე ფრთხილად დააწყვეთ.

9. 3,5 ლ მოცულობის წყლიანი ქვაბი ქურაზე დადგით. წყალს ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ. გირცები ცხელ წყალს დაუმატეთ. ფრთხილად აურიეთ, რომ ქვაბის ძირს არ მიეკვრას.

10. კვლავ ადუღებას დაელოდეთ, ცეცხლს საშუალომდე დაუწიეთ და 4 წუთით ხარშეთ.

თუ თქვენთვის რძე არ შეიძლება, ასეთი ცომი მდუღარე წყლით მოამზადეთ. იდეალურია როგორც პელმენისთვის, ასევე ნებისმიერი შიგთავსის გირცისთვის. გემრიელი, არომატული, ტკბილ–მჟავე ნოტებით, ცომი უთხელესია, ამავდროულად, გამძლე. ოჯახის წევრები თქვენს მცდელობას ღირსეულად დააფასებენ.