შემწვარი ბადრიჯანი პიკანტურ სოუსში. წვნიანი ბოსტნეულის კერძი აზიურ სტილში

374

კლიარში შემწვარი ბადრიჯანი უცვლელი კლასიკაა, მაგრამ ამით, ალბათ, ვერავის გააკვირვებთ. თითქმის ყველამ ამ კერძის გემო იცის. სხვა საქმეა, თუ შემწვარი ბადრიჯნის წასახემსებელს აზიური რეცეპტით ამზადებთ. აი, ეს ყველას გასინჯული არ აქვს.

კერძის მთავარი ხიბლი პიკანტური სოუსია, რომელიც ბოსტნეულს რაღაც საოცრად აქცევს. სურნელოვანი გემო და საოცარი არომატი ბოსტნეულის საინტერესო წასახემსებლების მოყვარულებს მოეწონებათ. გსურთ რაღაც ახალი? ბადრიჯანი შეიძინეთ და საოცარი აზიური წასახემსებლის მომზადება დაიწყეთ. ახალი გემოთი თქვენს გულს დაიპყრობს.

წასახემსებელი შემწვარი ბადრიჯნით: როგორ მოვამზადოთ

ამ კერძის შექმნის მნიშვნელოვანი ეტაპი მთავარი ინგრედიენტის მომზადებაა. დაჭრილი ბადრიჯანი სახამებლის და ფქვილის ნარევში აუცილებლად უნდა ამოავლოთ. ამის მარტივად გასაკეთებლად პარკი გამოიყენეთ. პარკში ბოსტნეული ჩადეთ, ფქვილი და სახამებელი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 ბადრიჯანი
  • 4 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • 4 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჩ/კ პომიდვრის პასტა
  • 60 მლ სოიოს სოუსი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 1 კვერცხი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ ფრანგული მდოგვი

მომზადების წესი:

1. ბადრიჯანი კარგად გარეცხეთ. ყუნწი მოაჭერით. სქელ ზოლებად დაჭერით და პარკში ჩადეთ. სიმინდის სახამებელი და ხორბლის ფქვილი მოაყარეთ.

2. პარკი შეკარით და აქტიურად შეანჯღრიეთ. ახლა ბადრიჯანი ღრმა თასში გადაიტანეთ.

3. კვერცხი ათქვიფეთ. ბოსტნეულს მოასხით და კარგად აურიეთ. ბადრიჯანი ცხელ ტაფაზე მზესუმზირის ზეთში ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით.

4. ნიორი გაასუფთავეთ და წვრილად დაჭერით.

5. ნიორი ცოტა მზესუმზირის ზეთში ცხელ ტაფაზე შეწვით.

6. პომიდვრის პასტა და მდოგვის მარცვლები დაუმატეთ. სოიოს სოუსი დაასხით. შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.

7. სუსტ ცეცხლზე 2 წუთით გააჩერეთ. ახლა ცხელი სოუსი ბადრიჯანს მოასხით. 30 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ, პერიოდულად აურიეთ.

მზა წასახემსებელს ქინძი ან ოხრახუში მოაყარეთ. მწვანილი დააქუცმაცეთ და კერძი მორთეთ. სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ. წვნიანი და სურნელოვანი ბადრიჯანი საინტერესო სოუსში ხორციან კერძს წარმატებით შეავსებს. შემოწმებულია!