საოცრად გემრიელი სალათი ომლეტში – სუპერსწრაფი და სასარგებლო საუზმე

1358

ჩვენ ბევრჯერ დაგვიწერია სასარგებლო საუზმეების შესახებ, თუმცა, კარგი რეცეპტები ჯერ კიდევ მრავლად გვაქვს. მაგალითად ჩვეული ომლეტი ბოსტნეულის სალათთან. არასოდეს გიცდიათ მსგავსი კომბინაცია? დროა გამოასწოროთ სიტუაცია!

მისი მომზადება ძალიანადვილია: ჯერ წვავთ ომლეტს და მომზადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მასში ბოსტნეულის არომატულ ნაზავს ახვევთ. შედეგად კი საუცხოო კერძს იღებთ. აუცილებლად სცადეთ! მცირე რემარკა: მითითებული ინგრედიენტებისგან ერთი ულუფა მზადდება.

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 350 გრ ლორი
  • 230 გრ ქამა სოკო
  • 2 ც პომიდორი
  • 230 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 3 ს.კ. არაჟანი
  • კარაქი გემოვნებით
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. კარგად  გარეცხეთ პომიდორი და წიწაკა, სოკო.

2. დაჭერით ბოსტნეული და სოკო მომცრო კუბებად, გახეხეთ ყველი.

3. შეურიეთ ინგრედიენტები, დაუმატეთ მარილი და პილპილი. დადგით სალათი ცოტა ხნით, სანამ წვენს გამოუშვებს.

4. ათქვიფეთ ჩანგლით კვერცხი და არაჟანი, დაუმატეთ ცოტა მარილი.

5. გაახურეთ ტაფა, ჩააგდეთ კარაქის ნაჭერი, დაასხით კვერცხი და დაუკელით ცეცხლს. როცა ომლეტი ამოვა, გადმოდგით ცეცხლიდან, 1 წუთში გადააბრუნეთ და კვლავ დადგით ცეცხლზე.

6. ბლინის ნახევარ ნაწილზე მოათავსეთ 3 ს.კ. სალათი, დააფინეთ მეორე ნაწილი. გამორთეთ გაზქურა და დაელოდეთ 2 წთ სანამ ყველი არ დადნება.

7. შესანიშნავი საუზმე მზადაა. დარჩენილ სალათს დაუმატეთ ცოტაოდენი ზეთი ან არაჟანი და მიირთვით კერძთან ერთად.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!