რბილი, ტკბილი, ნაღების და საოცარი კრემ-ყველი – ჭეშმარიტად საოცარი რეცეპტია. ინგრედიენტების კომპოზიციის შეცვლით, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ამ სოუსის გემო, შეფერილობა და არომატი. დღეს ჩვენ ამ სოუსის 1 ინგრედიენტისგან მომზადებას გასწავლით.
სახლში მომზადებული კრემ-ყველი
მაღაზიაში ამ სოუსის ფართო არჩევანს შეხვდებით, მაგრამ სახლში მომზადებული მეტად ბიუჯეტური, გემრიელი და ნატურალურია. თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაალაგოთ გემოები. ასეთი სოუსი ძალიან უხდება სენდვიჩებს, სუშის, როლებს და სალათებს. თუ მას მეტად დაატკბობთ დესერტებისთვისაც იდეალური იქნება.
ინგრედიენტები
- კეფირი
მომზადება
1.კრემ-ყველის მოსამზადებლად უნდა გამოიყენოთ ცხიმიანი კეფირი. მომზადებამდე კეფირი აუცილებლად უნდა გაყინოთ.
2.გაყინული კეფირი მოათავსეთ თუშფალანგზე. რომელზეც წინასწარ უნდა დააფინოთ მარლა.
თუ თქვენ პროცესის დაჩქარება გინდათ, მაშინ ზემოდან უნდა დაადოთ სიმძიმე. სიმძიმის გარეშე ეს პროცესი გაგრძელდება 10-12 საათი.
3.ერთი შეკვრა 500მლ კეფირიდან უნდა გამოვიდეს 100-150გ სოუსი.
4.ამ ეტაპზე კრემ-ყველს შეგიძლიათ დაუმატოთ თქვენთვის სასურველი მწვანილები, სანელებლები, სუნელები და სხვა.
გემრიელად მიირთვით!