ბრინჯის ნამცხვარი იტალიურად-ნამდვილი საოცრება!

749

ფაფუკი ბრინჯის ნამცხვარი, იტალიელების საყვარელი დესერტია. ამ ტკბილეულის ისტორია 1900 წლიდან იწყება, ამ დროის მანძილზე რეცეპტმა მთელი მსოფილო მოიარა და მჭიდროდ დაიმკვიდრა თავი. მარტივი, მაგრამ უგემრიელესი ნამცხვრის მომზადება მეც ძალიან მომინდა, მოდით ერთად ვცადოთ!

დესერტი გამოდის ძალიან არომატული და გემრიელი. ფქვილის გამოყენების გარეშე მოვამზადებთ, ხოლო ლიმონის ცედრა საუცხოო არომატს შესძენს. იტალიელებმა ნამდვილად იციან დესერტების მომზადება!

ინგრედიენტები

  • 1ლ რძე
  • 3 კვერცხი
  • 150გ ბრინჯი
  • 4 სუფრის კოვზი სასსოლინო (ან სხვა ტკბილი მაგარი სასმელი)
  • 150გ შაქარი
  • ლიმონის ქერქი
  • კარაქი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით რძე და აადუღეთ. დაუმატეთ ბრინჯი და მოხარშეთ 9 წუთი. მზა ბრინჯი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და გააგრილეთ.

2.ბრინჯს დაუმატეთ კვერცხი, შაქარი, სასსოლინო და ლიმონის ცედრა. კარგად მოურიეთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ ცუკატები.

3.მიღებული მასა ჩაასხით ფორმაში და დაასვენეთ 2 საათი. ამ რაოდენობა ინგრედიენტებისთვის 24სმ ფორმა იდეალურად გამოდგება.

4.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 45 წუთი.

5.მოასხით სასსოლინო, მოაყარეთ შაქარი და გამოაცხეთ დამატებით 5 წუთი.

გემრიეალდ მიირთვით!