იმისათვის, რომ მაგიდაზე რბილი და გემრიელი ყველი იყოს, არ არის აუცილებელი მისი ყიდვა.
მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: სამზარეულოს თერმომეტრი და 3 ინგრედიენტი.
ინგრედიენტები
- რძე 4ლ
- რძის შრატი 1,2ლ
- მარილი 1 ჩაის კოვზი
მომზადება
- რძის შრატი უნდა იყოს საკმაოდ მჟავე, დაყენებული 2-3 დღის, ხოლო რძე სახლის, ცხიმიანი და ახალი. არაიოდიზირებული მარილი გამოიყენეთ.
- სხვადასხვა ჯამებში ჩაასხით შრატი და რძე. რძე გააცელეთ 85 გრადუსზე, ხოლო შრატი 72 გრადუსზე.
- 1ლ შრატი ჩაასხით რძეში, ფრთხილად ურიეთ. როცა მასა შესქელდება დაუმატეტ დანარჩენი შრატი.
- ქვაბი გატმოიტანეთ ცეცხლიდან და დაელოდეტ 20-25 წუთი.
- თუშფალანგში ჩააფინეთ მარლა და გამოწურეთ მასა, მოაყარეთ მარილი (0,5 ჩაის კოვზი). დაელოდეთ 20 წუთი.
- გადმოაბრუნეთ ყველი და მოაყარეთ დარჩენილი მარილი. დაელოდეთ მის გაგრილებას.
- მოათავსეთ მაცივარში 6-8 საათი.
გემრიელად მიირთვით!