მომაჯადოებელი მოლდოვური დესერტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

488

თუ უჩვეულოდ მკვრივი ბისკვიტის გასინჯვა გსურთ, რომელსაც გაჯერებული შოკოლადის შეფერილობა აქვს, მაშინ Gastronomia.ge-ს რედაქცია სამზარეულოში გიწვევთ! გთავაზობთ საოცარ მოლდოვურ დესერტს, რომელიც ყველას მოეწონება.

ინგრედიენტები:

  • 10 კვერცხი
  • 300 გრ ფქვილი
  • 300 გრ შაქარი
  • 1 ს/კ სოდა
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 300 მლ კეფირი
  • 500 მლ რძე
  • 2 ს/კ არაყი

მომზადების წესი:

1. 10 კვერცხი მსხვილი ქაფის მიღებამდე მიქსერით ათქვიფეთ.

2. 300 გრ გაცრილ ფქვილს 300 გრ შაქარი და 1 ს/კ სოდა დაუმატეთ. ნარევს 20 მლ მცენარეული რაფინირებული ზეთი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. 300 მლ კეფირი დაუმატეთ და კვლავ აურიეთ. ნარევს 500 მლ რძე დაუმატეთ და აურიეთ. 2 ს/კ არაყი დაუმატეთ და აურიეთ.

3. კოვზით აურიეთ და ათქვეფილი კვერცხი დაუმატეთ.

4. საცხობად სქელკედლიანი ჭურჭელი გამოიყენეთ. კარაქი უხვად წაუსვით. ცომი ფორმაში გადაიტანეთ და თავსახური დაახურეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1,5 საათით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურას 100 გრადუსამდე დაუწიეთ და ღუმელში კიდევ 1,5 საათით გააჩერეთ.

5. ღუმელი გამორთეთ და დესერტი შიგნით მინიმუმ ნახევარი საათით გააჩერეთ. სრულად გააგრილეთ და მაცივარში 1 დღე შეინახეთ. პორციებად დაჭერით და სუფრაზე გაიტანეთ.

გემრიელად მიირთვით!