სალათი “შუბას” მსუბუქი ვარიანტი: ზედმეტი ძალისხმევისა და ხარჯის გარეშე

2101

არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის, სქესის თუ სოციალური სტატუსის მატარებელი ხართ: ქაშაყის კერძებს საპატიო ადგილი უჭირავს ნებისმიერ სუფრაზე. ქაშაყი განსაკუთრებით გემრიელია სალათებში და თევზის ხემსებში.

დღეს “გასტრონომია” გთავაზობთ ქაშაყისა და ჭარხლის სალათის რეცეპტს, რომელსაც ცნობილი “შუბას” მსუბუქი ვერსია შეიძლება ეწოდოს: ინგრედიენტები ნაკლებია, თუმცა გემო მაინც შეუდარებელი დარჩა. შეიძინეთ საჭირო პროდუქტები და მოამზადეთ ჩვენთან ერთად!

ინგრედიენტები

  • 150 გრ ქაშაყი
  • 1 ჭარხალი
  • 80 გრ მაგარი ყველი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ს.კ. მაიონეზი
  • 20 გრ კამა
  • 1 ც ლიმონი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ ჭარხალი, მოაცილეთ კანი და გახეხეთ. ასევე გახეხეთ ყველი. დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად, მოასხით ლიმონის წვენი.
  2. დაჭერით წვრილად კამა. ქაშაყი გაასუფთავეთ, მოაცილეთ ძვლები და დაჭერით წვრილ კუბებად.
  3. ღრმა თასში შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მაიონეზი, სუნელები და კარგად მოურიეთ.

სურვილისამებრ, შეგიძლიათ მზა სალათს მოაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი, ქუნჯუთი ან გახეხილი მოხარშული კვერცხი. ის შესანიშნავად ეხამება ნებისმიერ გარნირს და დაამშვენებს სადღესასწაულო სუფრასაც. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!