კონსერვები ზამთრისთვის „მაძღარი სტუდენტი“. საიმედო გამოცდილი რეცეპტები

733

დღეს Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ზამთრისთვის შესანახი კონსერვების საუკეთესო რეცეპტებს.

1. ფაფა ხორცით

ინგრედიენტები 0,5 ლ ქილაზე:

  • 250 გრ ღორის ხორცი
  • 50 გრ მარცვლეული (ქერი, წიწიბურა, ბრინჯი)
  • 50 გრ სტაფილო
  • 50 გრ ხახვი
  • 50 გრ ღორის ქონი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5 მარცვალი შავი წიწაკა
  • 5 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 100 მლ წყალი

მომზადების წესი:

მარცვლეულს მდუღარე წყალი დაასხით და 25-30 წუთით გასასივებლად გააჩერეთ. ხორცი პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხახვი წვრილად დაჭერით. მარცვლეულიდან წყალი გადაასხით. ღრმა თასში ყველა ინგრედიენტი (წყლის გარდა) აურიეთ. თითოეული ქილის ძირში დაფნის ფოთოლი ჩადეთ. ქილების 2/3 მოცულობა გაავსეთ, წყლით მხრებამდე გაავსეთ. ხუფი დაახურეთ. ქვაბში, ცივ წყალში სტერილიზაციისთვის ჩადეთ. 1,5-2,5 საათით სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ (ხორცის სახეობის მიხედვით). მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

2. ბორშის საკაზმი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კომბოსტო
  • 1 კგ ჭარხალი
  • 1 კგ სტაფილო
  • 0,5 კგ პომიდორი
  • 0,5 კგ ხახვი
  • 0,5 ლ პომიდვრის პასტა
  • 0,5 ლ მცენარეული ზეთი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 2,5 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ძმარი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

ბოსტნეული გაასუფთავეთ, მსხვილ სახეხზე გახეხეთ. კომბოსტო დაჭერით. ხახვი გაასუფთავეთ, ნახევარ რგოლებად დაჭერით. ზეთში სუსტ ცეცხლზე 30 წუთით თუშეთ. სანელებლები, მარილი, შაქარი, პომიდვრის პასტა და ძმარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

3. შის წვნიანის საკაზმი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ კომბოსტო
  • 0,5 კგ სტაფილო
  • 0,5 კგ პომიდორი
  • 0,5 კგ ხახვი
  • 1 კონა ოხრახუში
  • 0,5 ლ მცენარეული ზეთი
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 2 ს/კ ძმარი
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

კომბოსტო წვრილად დაჭერით. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ. პომიდორი კუბებად დაჭერით. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით. ოხრახუში დააქუცმაცეთ. ყველა ბოსტნეული და მწვანილი ქვაბში გადაიტანეთ, აურიეთ, ზეთი დაუმატეთ, საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ და 15 წუთით თუშეთ. სანელებლები, მარილი, შაქარი და ძმარი დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

4. რასოლნიკის საკაზმი

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქერის ბურღული
  • 2,5 კგ სტაფილო
  • 2,5 კგ ხახვი
  • 2,5 კგ კიტრი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 10 მარცვალი ბაჰარის წიწაკა
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 2 ს/კ შაქარი
  • 150-200 მლ წყალი
  • 0,5 ლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

ქერის ბურღული გარეცხეთ, 3 საათით წყალში ჩაალბეთ, კვლავ გარეცხეთ, ნახევრად მომზადებამდე მოხარშეთ და საწურზე დაყარეთ. ღრმა სქელძირიან ქვაბში ნახევარი მცენარეული ზეთი დაასხით და კუბებად დაჭრილი ხახვი ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. ზოლებად დაჭრილი ან მსხვილ სახეხზე გახეხილი სტაფილო დაუმატეთ, 10 წუთით მოამზადეთ. კიტრი მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ბოსტნეული დაუმატეთ და 20 წუთით თუშეთ. ქერი დაუმატეთ, წყალი დაასხით, აურიეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. დაფნის ფოთოლი, წიწაკა, მარილი და შაქარი დაუმატეთ. აადუღეთ, ცეცხლი მინიმუმამდე შეამცირეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

5. ფრიკადელები ბულიონში

ინგრედიენტები 0,5 ლიტრიან 10 ქილაზე:

  • 4,5 კგ ხორცის ან თევზის ფარში
  • 0,5 კგ ხახვი
  • 4 კვერცხი
  • ½ ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 2,5 ს/კ მარილი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 3,5 ლ ბულიონი (თევზის ან ხორცის)

შენიშვნა: ბულიონი ჟელეს მსგავსი უნდა გახდეს!

მომზადების წესი:

ხახვი მცენარეულ ზეთში დარბილებამდე შეწვით და გააგრილეთ. ფარში, ხახვი, კვერცხი და სანელებლები აურიეთ. პატარა ფრიკადელები გააკეთეთ, ქერქის წარმოქმნამდე შეწვით და ცხელი გუფთები სტერილურ ქილებში გადაიტანეთ. ბულიონი ადუღებამდე მიიყვანეთ და ფრიკადელებს დაასხით. ქილები სტერილიზაციისთვის ქვაბში, თბილ წყალში (1 ლ წყალზე 1 ჭიქა მარილი) ჩადეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ქვაბს თავსახური დაახურეთ. თევზის ფრიკადელები 1,5 საათით, ხოლო ხორცის 2,5 საათით სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

6. ქათმის ღვიძლის პაშტეტი

ინგრედიენტები 0,5 ლიტრიან 2 ქილაზე:

  • 2,5 კგ ქათმის ღვიძლი
  • 250 გრ სტაფილო
  • 250 გრ ხახვი
  • 200 მლ მცენარეული ზეთი
  • 1 ს/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადების წესი:

ხახვი წვრილად დაჭერით, მცენარეულ ზეთში შეწვით. სტაფილო სახეხზე გახეხეთ, ხახვი დაუმატეთ, შეწვით. ღვიძლი გარეცხეთ, ძარღვები და თხელი აპკები მოაშორეთ, პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხახვი და სტაფილო დაუმატეთ და მომზადებამდე შეწვით. მასა დააქუცმაცეთ. მარილი და წიწაკა დაუმატეთ.

სტერილურ ქილებში მხრებამდე გადაანაწილეთ, კარგად ჩატუმბეთ, რომ ჰაერი არ დარჩეს. ქილები თბილ წყალში სტერილიზაციისთვის ჩადეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ქვაბს თავსახური დაახურეთ. 15 წუთით სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

7. ძეხვი ქილაში

ინგრედიენტები 2 ლიტრიან ქილაზე:

  • 2,4 კგ ღორის ხორცის რბილობი (უკანა ნაწილი და კისერი)
  • 150 გრ ღორის ქონი
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 1 ს/კ მარილი
  • 1 ს/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 200-250 მლ წყალი
  • 250 მლ მცენარეული ზეთი
  • 3 მ ღორის ნაწლავები

მომზადების წესი:

ხორცი და ქონი პატარა ნაჭრებად დაჭერით. მარილი, დაფქული წიწაკა და ნიორი დაუმატეთ. კარგად აურიეთ, 5-6 საათით გრილ ადგილას დასამარინადებლად გააჩერეთ. ღორის ნაწლავები მზა ფარშით გაავსეთ, საჭირო სიგრძის ძეხვები გააკეთეთ. რამდენიმე ადგილას ძეხვი დაჩხვლიტეთ, რგოლებად ქვაბში ჩადეთ, თბილი წყალი დაასხით, მარილი დაუმატეთ და სუსტად ადუღებამდე სუსტ ცეცხლზე 45 წუთით ხარშეთ. ქაფი აუცილებლად მოაშორეთ. მზა ძეხვი საწურზე გადაიტანეთ და გააშრეთ. შემდეგ მცენარეულ ზეთში ყველა მხრიდან შეწვით. სტერილურ ქილებში მჭიდროდ ჩააწყვეთ, შეწვისგან დარჩენილი ზეთი დაასხით. ზეთი ძეხვის ფენას ბოლომდე, ზემოდან მინიმუმ 0,5 სმ–ით დაფარეთ! ქილები თბილ წყალში (1 ლ წყალში 1 ჭიქა მარილი) სტერილიზაციისთვის ჩადეთ. 45 წუთით სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ. მოხუფეთ, გადააბრუნეთ და შეფუთეთ.

8. დამარილებული ღორის ქონი მშრალი მეთოდით

ინგრედიენტები სამლიტრიან ქილაზე:

  • 2 კგ ღორის ქონი
  • 3 თავი ნიორი
  • 15 ცალი ბაჰარის წიწაკა
  • 1 ჩ/კ წითელი წიწაკა
  • 12 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

ახალი ღორის ქონი ზუსტად 5×10 სმ ნაჭრებად დაჭერით. ნიორი დაჭერით. ღრმა თასში მარილი და წიწაკა აურიეთ. თითოეული ნაჭერი ნარევში ამოავლეთ და სუფთა მშრალ ქილაში ჩააწყვეთ. ნიორი და ბაჰარის წიწაკაც ქილაში ჩადეთ. დანარჩენი ნარევი დაუმატეთ. მოხუფეთ, ქილები ოთახის ტემპერატურაზე 3-5 დღე გაააჩერეთ. პერიოდულად აურიეთ. შემდეგ გრილ ადგილას შეინახეთ.

9. მოთუშული ხორცი

ინგრედიენტები 0,5 ლიტრიან ქილაზე:

  • 400 გრ ხორცი
  • 100 გრ ღორის ქონი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 5 მარცვალი წიწაკა
  • 0,5 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

ხორცი და ღორის ქონი მსხვილ ნაჭრებად დაჭერით.ხორცს მარილი მოაყარეთ და აურიეთ. ქილის ძირში დაფნის ფოთოლი და წიწაკა ჩადეთ. ხორცი ქილაში მხრებამდე ჩააწყვეთ. ზემოდან ღორის ქონის ნაჭერი დაადეთ. ხუფი დაახურეთ. ქვაბში, ცივ წყალში სტერილიზაციისთვის ჩადეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ხუფი დაახურეთ. 1,5-3,5 საათით გაასტერილეთ (ხორცის მიხედვით). მოხუფეთ.

10. თევზი ზეთში

ინგრედიენტები 0,5 ლიტრიან ქილაზე:

  • 465-495 გრ გამოშიგნული თევზი
  • 1 დაფნის ფოთოლი
  • 3 მარცვალი შავი წიწაკა
  • 35-45 მლ მცენარეული ზეთი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

თევზი 50-55 გრ ნაჭრებად დაჭერით და მარილი აურიეთ. ქილის ძირში წიწაკა და დაფნის ფოთოლი ჩადეთ, ზემოდან თევზი ქილის მხრებამდე მოათავსეთ, მცენარეული ზეთი დაასხით ისე, რომ ზეთი თევზს სრულად ფარავდეს. ქილას ხუფი დააფარეთ. ცივ წყალში სტერილიზაციისთვის ჩადეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ. 1,5-2,5 საათით (თევზის სახეობის მიხედვით) სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ. მოხუფეთ.

11. “კილკა პომიდორში“

ინგრედიენტები 0,5 ლიტრიან 4 ქილაზე:

  • 2,5 გრ (გასუფთავებული) პატარა თევზი
  • 2,5 ს/კ მარილი

სოუსის ინგრედიენტები:

  • 2 კგ პომიდორი
  • 300 გ ხახვი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 10-15 მარცვალი შავი წიწაკა
  • 1,5 ს/კ მარილი
  • 3 ს/კ შაქარი
  • 1 ს/კ 9%–იანი ძმარი
  • 150 მლ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

თევზი მარილში ამოავლეთ და ნახევარი საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ ყველა მხრიდან მცენარეულ ზეთში შეწვით და გაცივება აცადეთ. ხახვი წვრილად დაჭერით და ოქროსფერ შეფერილობამდე შეწვით. პომიდორი პიურესავით დააქუცმაცეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ და 5 წუთით თუშეთ. პომიდვრის პიურეს ხახვი და სოუსის სხვა ინგრედიენტები დაუმატეთ, ადუღებამდე მიიყვანეთ. თევზი ქილაში ჩააწყვეთ, სოუსი დაასხით, ხუფი დაახურეთ. ქვაბში, ცივ წყალში სტერილიზაციისთვის ჩადეთ. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, ქვაბს თავსახური დააფარეთ. 2,5-4,5 საათით სუსტად მდუღარე წყალში გაასტერილეთ (თევზის სახეობის მიხედვით). მოხუფეთ.