სწრაფი სალათი ბულგარული წიწაკით

2382

ყველა დიასახლისი კარგად იცნობს იმ სიტუაციას, როდესაც დაახლოებით ნახევარ საათში საჭიროა მთელი ოჯახისთვის სადილის მომზადება. იქნებიან ესენი მოულოდნელი სტუმრები თუ სხვები, ამ პრობლემის მოგვარება მარტივია: მაკარონი იხარშება 7 წუთში, კუსკუსი – 5, ხოლო ბოსტნეულის სალათის მომზადება შეგიძლიათ 3 წუთში.

თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო დახვეწილი კერძები, რომლებიც მზადდება რამდენიმე წუთში. მათ შორის არის სწრაფი სალათი ბულგარული წიწაკითა და სეზამის მარცვლებით. გემოთი ეს კერძი ძალიან გავს აზიური სამზარეულოს დელიკატესებს, ეს ყველაფერი სოიოს სოუსისა და სეზამის მარცვლების დამსახურებაა.

ინგრედიენტები

  • ბულგარული წიწაკა – 3 ცალი
  • ხახვი – 0,5 ცალი
  • ნიორი – 1 კბილი
  • ლიმონის წვენი – 2 სუფრის კოვზი
  • სოიოს სოუსი – 2 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი – 2 სუფრის კოვზი
  • სეზამის მარცვალი – 2 სუფრის კოვზი
  • თაფლი – 0,5 ჩაის კოვზი
  • წყალი – 300 მლ
  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი

მომზადება

1.გარეცხეთ ბუგარული წიწაკა, მოაშორეთ თესლი, ყუნწი და დაჭერით ზოლებად. ღრმა ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და დაუმატეთ მარილი. მარილიან წყალში მოათავსეთ წიწაკა 1 წუთის განმავლობაში.

2.გადმოასხით წყალი, ხოლო წიწაკა გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. ბოსტნეული გახდება საგრძნობლად რბილი. მოათავსეთ სასურველ ჭურჭელში. ხახვი დაჭერით რგოლებად და დაუმატეთ წიწაკას.

3.დააქუცმაცეთ ნიორი და დაუმატეთ ბოსტნეულს. სოიოს სოუსი შეურიეთ კარაქს. სოუსი მოასხით სალათს და დაუმატეთ სეზამის მარცვლები. თქვენ შეგიძლიათ მარცვლები მოხალოთ მშრალ ტაფაზე. ამ შემთხვევაში კრეძი იქნება უფრო არომატული.

მზა სალათს მოურიეთ და მოათავსეთ მაცივარში 1 საათის განმავლობაში (შეგიძლიათ უფრო ნაკლებიც). სალათი გადაანაწილეთ პატარა ჯამებში ან დატოვეთ დიდში. ამ კერძს ძალიან უხდება კარტოფილი და ხორცი. საოცრად გემრიელი და არომატული სალათი აუცილებლად დაამშვენებს თქვენს სუფრას, ასე რომ არ დაინანოთ 10 წუთი და აუცილებლად მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით. გემრიელად მიირთვით!