სალათი ყველითა და ლავაშით

1148
Salad of boiled beef tongue with fresh and pickled cucumber and sour cream

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ უგემრიელესი სალათის რეცეპტს რომელსაც უცნაური სახელი ქვია “მინისტრი ლავაში”. გამოდის დაახლოებით იმპროვიზირებული შაურმის მსგავსი. ალბათ ამიტომაცაა, რომ ეს კერძი ძალიან უყვართ მამაკაცებს, განსაკუთრებით მარტოხელებს, რადგან მათვის მთავარია კერძი იყოს გემრიელი, მადისაღმძვრელი და ამავდროულად მარტივი მოსამზადებელიც.

დღეს ექსპერიმენტების მოყვარულთათვის, ჩვენ მოვამზადეთ ძალიან საინტერესო სალათის რეცეპტი, რომელისათვის საჭიროა: ქათმის ფილე, ყველი, ლავაში და ორი სახეობის კიტრი. ამ ყველაფრის ერთ,ანეთში შერწყმა წაგართმევთ სულ რაღაც 15 წუთს.ვონ იფიქრებდა, რომ მისი მომზადება ასე მარტივი იქნება.

სალათი ყველითა და კიტრით

ინგრედიენტები

  • 1 ფირფიტა ლავაში
  • 300გ მოხაეშული ქათმის ხორცი
  • 1 ხახვი
  • 100გ მწნილი კიტრი
  • 100გ ცოცხალი კიტრი
  • 100გ სიმინდი
  • 100გ ყველი
  • 2 კბილი ნიორი
  • 200გ მაიონეზი
  • 1გ ხმელი სუნელი
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი, დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოთუშეთ.

2.გაასუფთავეთ და დაჭერით ნიორი, დაუმატეთ ხახვს და ერთად მოთუშეთ კიდევ 2  წუთი.

3.აწეწეთ ქათმის ხორცი, დაამარილეთ და დაუმატეთ ხმელი სუნელი.

4.გრძლად დაჭერით კიტრი.

5.სქლად გახეხეთ ყველი.

6.ასევე გრძლად დაჭერით ლავაში.

7.ყველა ინგრედიენტი შეურიეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ სიმინდი და მაიომეზი.

მარტივი და გემრიელი სიმინდის სალათი ლავაშით, ყველით და კიტრით ძალიან კარგია ლანჩისათვის, მაგრამ ის ასევე ძალიან მოუხდება სადღესასწაულო სუფრას. ეს ფერადი და არომატული სალათი ძალიან მოეწონებათ სტუმრებს.

გემრიელად მიირთვით!