ქაშაყის და მჟავე ვაშლის ნაზი კომბინაცია უკვე კლასიკაა. სხვათა შორის, ბევრ რეცეპტში „ქაშაყი ბეწვში“ ვაშლი ერთ–ერთი მთავარი და უცვლელი ინგრედიენტია. ბევრი მზარეული ამ დუეტის დახვეწილობაში შთაგონებას პოულობს, რომ რაღაც ახალი კერძი შექმნას. Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ უმარტივესი, ბიუჯეტური, მაგრამ სასარგებლო და ნოყიერი სალათი. დაგჭირდებათ პეკინის კომბოსტო, სტაფილო, ქაშაყი და ვაშლი. სწორი კვების მოყვარულებს და ზაფხულისთვის გახდომის მსურველებს მის გასინჯვას ვურჩევთ!
ინგრედიენტები:
- 1 ქაშაყი
- 0,5 პეკინის კომბოსტო
- 1 ჩ/კ ფრანგული მდოგვი
- 1 ს/კ ღვინის ძმარი
- მწიკვი შაქარი
- 2 ვაშლი
- 1 კონა კამა
- 3 ს/კ მზესუმზირას ზეთი
- მწიკვი მარილი
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
მომზადების წესი:
1. გასუფთავებული ქაშაყი შეიძინეთ, თუ ამაზე დროის დახარჯვა არ გსურთ. სალათისთვის დამარინადებული თევზის ფილე გჭირდებათ. თუ ქაშაყს თავად ამარილებთ, მომზადებამდე მინიმუმ 1 ღამით მაცივარში მარინადში გააჩერეთ. დროის დასაზოგად მაღაზიაში მზა ფილის შეძენას გირჩევთ. საშუალო ნაჭრებად დაჭერით: არც პატარა და არც ძალიან დიდი.
2. 2 ვაშლი პატარა კუბებად დაჭერით. მაგარი მწვანე ვაშლი იდეალურია. ვაშლის მჟავე სალათს ხიბლს და დამატებით გემოს მატებს. წითელი ტკბილი ვაშლი დესერტისთვის შეინახეთ. მხოლოდ მჟავე, მაგარი და მწვანე ვაშლი გამოიყენეთ.
3. პეკინის კომბოსტოს ზედა ფოთლები მოაშორეთ. გამდინარე წყალში გარეცხეთ, გამუქებული ადგილები მოაშორეთ და შემდეგ წვრილად დაჭერით. 1 კონა ახალი კამა გარეცხეთ და ბასრი დანით დააქუცმაცეთ.
4. ახლა ყველა პროდუქტი ღრმა სასალათეში გადაიტანეთ. 3 ს/კ მცენარეული ზეთი დაასხით. გირჩევთ, არარაფინირებული მზესუმზირას ზეთი გამოიყენოთ, რომ კერძს გემრიელი არომატი შემატოთ. სალათს დაუმატეთ ფრანგული მდოგვის მარცვლები, ღვინის ძმარი, მარილი და მწიკვი შაქარი. წიწაკაც არ დაგავიწყდეთ. კარგად აურიეთ. ესეც ასე! გემრიელი და სასარგებლო სალათი მზადაა!
სურვილისამებრ სალათს ლიმონის წვენი მოასხით ან სეზამის თესლი მოაყარეთ. გირჩევთ, რომ მაგიდაზე ცხელ მოხარშულ კარტოფილთან ერთად გაიტანოთ. გემრიელად მიირთვით!