სალათი “ვაშლი”

602

სალათი “ვაშლი’მე პირველად სტუმრად ყოფნისას გავსინჯე. დამიჯერეთ, ჩემი გემოს რეცეპტორები აღფრთოვანდნენ!

ამ სალათმა დროის გამოცდას ნამდვილად გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია.

ინგრედიენტები

  • ვარდისფერი ორაგული 250გ
  • ხახვი 0,5 ცალი
  • კვერცხი 3 ცალი
  • კარტოფილი 3 ცალი
  • სტაფილო 2 ცალი
  • ვაშლი 1 ცალი
  • მაიონეზი და მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1.მოხარშეთ კვერცხი, კარტოფილი და სტაფილო.

2.გაასუფტავეთ დაკონსერვებული თევზი და სალათის ქვედა ფენად მოათავსეთ. მოასხით მაიონეზი.

3.დააქუცმაცეთ ხახვი და მოათავსეთ თევზის ფენაზე. გახეხეთ კარტოფილი წვრილ სახეხზე, მოათავსეთ და მოაყარეთ მარილი. მოასხით მაიონეზი.

4.გაასუფთავეთ ვაშლი, გახეხეთ და შემდეგ ფენად მოათავსეთ.

5.გაასუფთავეთ კვერცხი, განაცალკევეთ ცილა და გული და გახეხეთ წვრილად. მოათავსეთ ვასლის ზემოდან და წაუსვით მაიონეზი.

6.დაახეხეთ სტაფილო. წაუსვით მაიონეზი.

7.ბოლო ფენად მოათავსეთ დაქუცმაცებული კვერცხის გული. გააფორმეთ სალათი მწვანე ხახვით.

გემრიელად მიირთვით!