ყველასათვის საყვარელი “ბაუნტი” საკუთარი ხელით, სულ რაღაც 20 წუთში

1670

“ბაუნტი” – შოკოლადისა და ქოქოსის საოცარი კომბინაცია, რომელიც ბავშვობიდან დღემდე ჩემი საყვარელი ტკბილეულია. იცოდით, რომ ამ უგემრიელესი კანფეტების დამზადება მარტივად არის შესაძლებელი სახლის პირობებშიც? იმისათვის, რომ მოამზადოთ წარმოუდგენლად გემრიელი “ბაუნტი”, თქვენ მხოლოდ 20 წუთი და 3 ინგრედიენტი დაგჭირდებათ.

“ბაუნტი” საკუთარი ხელით

ინგრედიენტები:

  • 2 ფილა რძიანი შოკოლადი
  • 3 ჭიქა ქოქოსის ფხვნილი
  • 1 ჭიქა შედედებული რძე (სგუშონკა)

მომზადება:

1. თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ 3 ჩაის ჭიქა ქოქოსის ფხვნილი, დაასხით 1 ჩაის ჭიქა შედედებული რძე და გულდასმით გადაურიეთ.

2. მოამზადეთ პატარა ზომის საცხობი ფორმა ან ნებისმიერი ჭურჭელი, რომელიც მაცივარში შეეტევა. ჩააფინეთ მასში პერგამენტის ქაღალდი ან სტრეჩი (საკვების პლიონკა).

3. მიეცით ქოქოსისა და შედედებული რძის ნარევს შესაბამისი ფორმა და მოათავსეთ ისინი პერგამენტის ქაღალდზე.

4. შედგით საცხობი ფორმა საყინულეში.

5. სანამ ჩვენი კანფეტები მაცივარში იყინება, გაადნეთ 2 ფილა რძიანი შოკოლადი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში.

6. როდესაც ქოქოსისა და შედედებული რძის კანფეტები კარგად გაცივდება, გამოიღეთ ისინი საყინულედან და სათითაოდ ამოავლეთ გამდნარ შოკოლადში.

7. შოკოლადში ამოვლებული უგემრიელესი შიგთავსი კვლავ შეინახეთ მაცივარში, რათა ის არ დადნეს. უგემრიელესი “ბაუნტი” საკუთარი ხელით მზად არის. გემრიელად მიირთვით!

როგორც ხედავთ, შოკოლადისა და ქოქოსის ამ უგემრიელესი კანფეტების მომზადება სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს, თანაც ისინი მართლაც ძალიან გემრიელი გამოდის, რაშიც თავად დარწმუნდებით.