ბრიოში: ფრანგული ხილის პეროგის რეცეპტი

592

ბრიოში ევროპის ერთ–ერთ უძველეს საკონდიტრო ნაწარმად ითვლება. ისტორიკოსების თქმით, მისი გაკეთება ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ნორმანდიაში დაიწყეს, ხოლო დასავლეთ საფრანგეთში – მე-17 საუკუნეში. ტკბილი ფუნთუშის მოყვარული ბევრი ცნობილი ისტორიული პირი იყო: ბერებიდან მხატვრებამდე. რით არის პეროგი განსაკუთრებული?

ბევრი უძველესი კერძის მსგავსად, ბრიოშის რეცეპტი დროთა განმავლობაში შეიცვალა. თუ ადრე კულიჩივით აცხობდნენ, ცომის ხაშს 1 დღეზე მეტხანს აჩერებდნენ, ახლა ამის გაკეთება 5 წუთში შეიძლება. Gastronomia.ge–ს რედაქცია მაქსიმალურად ავთენტურ ფრანგულ რეცეპტს გთავაზობთ.

როგორ მოვამზადოთ პეროგი ბრიოში: რეცეპტი ხილით

საფრანფეთში ცნობილ პეროგს როგორც მარილიან, ასევე ტკბილ შიგთავსს უმატებენ. ითვლება, რომ ზაფხულში ხილით აქტუალურია. პროცესი გასაგებია, მაგრამ რომ არ დაიბნეთ, ფოტოებს გადახედეთ.

ინგრედიენტები:

  • 0,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 80 გ შაქარი
  • 3 გ გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ/კ ძმარი
  • 1 მსხალი
  • 13 გ საფუარი
  • 4 ქლიავი
  • 100 გ ქიშმიში
  • 1 კვერცხი
  • 1 გ ვანილი
  • 0,5 ს/კ მარილი
  • 60 გ გარგარის ჯემი
  • 240 მლ რძე
  • 1 ვაშლი
  • 1 ლიმონი
  • 80 გ მზესუმზირის ზეთი

მომზადების წესი:

1. რძეში 1 ს/კ შაქარი და ახალი საფუარი გახსენით. პირსახოცი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ. ამ დროში ფქვილს მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და აურიეთ.

2. ვაშლი და მსხალი გათალეთ, ქლიავს კურკები მოაშორეთ. ხილი დაჭერით. ლიმონიდან მხოლოდ ცედრა და წვენი დაუმატეთ. ნახევარი წვენი ვაშლს და მსხალს დაასხით, მეორე ნახევარი – ქიშმიშს.

3. ამოსული საფუარი ღრმა თასში გადაიტანეთ. ცედრა, ძმარი, ზეთი და კვერცხი დაუმატეთ. ყოველი დამატებისას აურიეთ. თანდათან ფქვილი დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე მოზილეთ. რბილი ცომი გამოვა, ხელზე მოგეკვრებათ.

4. ცომი ზეთწასმულ თასში გადაიტანეთ და თავსახური დააფარეთ. 40 წუთიანი ინტერვალით 2-ჯერ ჩაზილეთ. შემდეგ ზეთწასმულ ზედაპირზე მართკუთხა ფორმად გააბრტყელეთ.

5. გარგარის ჯემით 3 ზოლი გააკეთეთ, კიდეებთან ახლოს არ მიხვიდეთ. თითოეულ ზოლს ვაშლის და მსხილის ფენა, ქლიავი და ქიშმიში დაუმატეთ. ცომი რულეტივით დაახვიეთ. ფენები ერთმანეთს დაადეთ.

6. ახლა რულეტი ნაჭრებად დაჭერით. ზეთწასმულ საცხობ ფორმაში ჩააწყვეთ. საცხობ ფორმაზე შეგიძლიათ პერგამენტის ქაღალდი დააფინოთ. პირსახოცი გადააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ.

პეროგი საცხობად მზადაა. კვერცხის გული წაუსვით, ნუში მოაყარეთ და 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 7 წუთით აცხვეთ. შემდეგ ტემპერატურას 180 გრადუსამდე დაუწიეთ და 30 წუთით აცხვეთ. მდიდრული ფრანგული პეროგი მზადა. გემრიელად მიირთვით!