საიდუმლო მეთოდი, როგორ შეინახოთ ახალი მარწყვი მთელი წელი გაყინვის გარეშე

967

წლიდან წლამდე მოუთმენლად ველი იმ რამდენიმე კვირას, როცა მარწყვის ჭამით გულს ვიჯერებ. სახლის გვერდით ამ კენკრისთვის ცალკე ადგილიც გამოვყავი. დღეები სწრაფად მიდის, მოხედვას ვერ მოასწრებ, რომ სეზონი დასრულდა. არადა წამის გაგრძელება გვსურს. იბადება კითხვა: როგორ შევინახოთ ახალი მარწყვი მაქსიმალურად დიდხანს?

პირველ რიგში, გაყინვა გვახსენდება. ოღონდ კენკრა დაბალ ტემპერატურაზე ფორმას და გემოს კარგავს. მურაბის შემთხვევაც გასაგებია. დესერტად ან ჩაიზე მისაყოლებლად იდეალურია, მაგრამ ახალი არაა და სუნი არ აქვს. ნუთუ სხვა ვარიანტი არ არსებობს? არა, არის! Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მეთოდს, რომლის დახმარებით ახალ მარწყვს მთელი წელი შეინახავთ.

როგორ შევინახოთ ახალი მარწყვი ხარშვის და გაყინვის გარეშე

ინგრედიენტები:

  • 3 კგ მარწყვი
  • 3 კგ შაქარი

მომზადების წესი:

1. მარწყვის გემო რომ არ გააფუჭოთ, მაქსიმალურად ახალი კენკრა გამოიყენეთ. კარგად გადახედეთ, რომ დამპალი კენკრა არ შეგყვეთ. ახლა მარწყვი დიდ თასში მოათავსეთ და ცივი წყალი დაასხით. 10 წუთით გააჩერეთ, შემდეგ გამდინარე წყალში ფრთხილად გარეცხეთ. ასე კენკრას მწერებისგან გაწმენდთ.

2. კენკრას ყუნწები მოაშორეთ. თუ მსხვილი კენკრაა, შუაზე გაჭერით. თასის ან ქვაბის ძირში შაქარი დაყარეთ, შემდეგ ნაყოფის ფენა მოათავსეთ, შემდეგ ისევ შაქარი. ასე მთელ  კენკრას შაქარი მოაყარეთ. 300-400 გრამი შაქარი დაიტოვეთ.

3. კენკრამ წვენი უნდა გამოიღოს. ამისთვის 3 საათით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. პერიოდულად ფრთხილად აურიეთ, რომ კენკრა არ დააზიანოთ. შაქარი თანდათან გამოყოფილ წვენში გადნება.

4. სტერილური მშრალი მინის ქილები კენკრით და სიროფით გაავსეთ, ზემოდან ცოტა თავისუფალი სივრცე დატოვეთ. დარჩენილი შაქარი ზემოდან მოაყარეთ, ქილებს შორის თანაბრად გაანაწილეთ. ახლა სუფთა თავსახურებით მოხუფეთ.

მარწყვის კონსერვი მაცივარში ან სხვა გრილ ადგილას შეინახეთ. ხარშვაზე დრო არ დახარჯოთ, ხოლო საყინულეში ადგილი სხვა პროდუქტებისთვის გაათავისუფლეთ. როგორც ნებისმიერი მურაბა, დაშაქრული კენკრა პეროგის ან გემრიელი გირცის შიგთავსად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე შეძლებთ არომატული მარწყვი შუა ზამთარშიც მიირთვათ.