საზამთრო მარილიან პროდუქტებს, მაგალითად, ბრინზას ყველს ძალიან ორგანულად ერწყმის. ამ სალათის რეცეპტი კონტრასტული გემოს (მარილიანი და ტკბილი) პროდუქტებს შეიცავს. სანელებლებით მორთული და დამწნილებული ხახვის დამატებით შეუდარებელ პიკანტურ კერძს მიიღებთ.
ინგრედიენტები:
- 150 გრ ბრინზა Apetina
- 1 საშუალო ზომის კონა წიწმატი
- 150 გრ ჟოლო
- 2-3 ღერო პიტნა
- 4 ს/კ ზეითუნის ზეთი „ექსტრა ვირჯინი“
- შავი წიწაკა ახალ დაფქული
- 500 გრ საზამთრო (რბილობი)
- 1 ყირიმის ხახვი
- 1 ს/კ ბალზამის ძმარი
- ½ ჩ/კ თხევადი თაფლი
- მარილი გემოვნებით
- თეთრი წიწაკა ახალ დაფქული გემოვნებით
მომზადება:
- საზამთრო მსხვილ კუბებად დაჭერით, კურკები მოაშორეთ და თასში ჩაყარეთ.
- ჟოლო დააბლენდერეთ, რომ პიურე მიიღოთ. კურკების მოსაშორებლად საწურში გადაწურეთ. ჟოლოს პიურეს ზეითუნის ზეთი, ბალზამის ძმარი, თაფლი, მარილი და თეთრი წიწაკა დაუმატეთ. ეს მასა ათქვიფეთ.
- ყირიმის ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, მიღებულ სოუსს დაუმატეთ და 5-7 წუთით დამწნილება აცადეთ.
- წიწმატს ღეროები მოაშორეთ. ბრინზა კუბებად დაჭერით.
- საზამთრო, წიწმატი, ბრინზა და ხახვი მწნილთან ერთად აურიეთ. შავი წიწაკა და პიტნის ფოთლები მოაყარეთ.