სადღესასწაულო ხალადეცი ბოსტნეულით და ქათმის გულ-მკერდით: საყვარელი ხემსის მსუბუქი ვერსია

3040

არცერთ დიასახლისს არ ესიამოვნება, თუკი გაიგებს, რომ შინ დაბრუნებულ სტუმრებს პანკრეატიტმა შეაწუხა მეტისმეტად მძიმე კერძების გამო. „გასტრონომიას“ რედაქციას სურს, რომ თქვენი სადღესასწაულო სუფრა მუდამ გულუხვი და ორიგინალური იყოს, ამასთან, მხოლოდ სასიამოვნო მოგონებებს ტოვებდეს. ამიტომ კულინარიულ კლასიკასთან ერთად, მათ მსუბუქ ვერსიასაც გთავაზობთ. დიეტური ქათმის ხალადეცი – არამხოლოდ გემრიელი, არამედ ლამაზი და დახვეწილი კერძია.

ამ კერძის წარმატების საწინდარი ბულიონია, რომლის გემოც და არომატიც შერჩეულ ბოსტნეულზე და სუნელებზეა დამოკიდებული. ჩვენ ამ რეცეპტში ოხრახუშის ძირები და შავი პილპილის კაკლები გამოვიყენეთ. ლამაზ ფერს სტაფილო სძენს. ნივრის გამოყენებას არ გირჩევთ, რათა ქათმის ფილეს ნაზი გემო არ ჩაახშოს. მუსკატის თხილი კი ძალიან მოუხდება.

ინგრედიენტები

  • 350 გრ ქათმის ფილე
  • 1,5 ლ წყალი
  • 2-3 ც სტაფილო
  • 1 ც ხახვი
  • 1 კონა მწვანილი
  • 15 გრ ჟელატინი
  • 5 ც შავი პილპილი
  •  2 დაფნის ფოთოლი
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ქათმის გულ-მკერდი გარეცხეთ, მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და აადუღეთ. მოხსენით ქაფი, შემდეგ ცეცხლი შეანელეთ.
  2. დაამატეთ მთლიანი გათლილი სტაფილო, მთლიანი ხახვი, ოხრახუშის ძირი, დაფნის ფოთოლი, პილპილი, მარილი და ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.
  3. ამოიღეთ მზა ბოსტნეული და ხორცი ბულიონიდან, გააცივეთ, ხახვი შეგიძლიათ გადააგდოთ. ბულიონში დაამატეთ ჟელატინი და დატოვეთ 1 საათით. გაწურეთ სითხე.
  4. დაჭერით კუბებად ხორცი და სტაფილო. ფიალების ფსკერზე მოათავსეთ გარეცხილი მწვანილის ტოტები, შემდეგ მეორე ფენად სტაფილო, შემდეგ კი ხორცი. დაასხით ბულიონი და შედგით მაცივარში 2-3 საათით.

რჩევა: ხალადეცის ფორმებიდან ამოსაღებად, ჩადგით 15 წამით ფიალა ცხელი წყლით სავსე ჭურჭელში, შემდეგ ფრთხილად გადააბრუნეთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს რეცეპტი მოგეწონებათ, გაუზიარეთ მეგობრებს!