ტორტი “ქალბატონი ყაყაჩო”

1220

ეს არის განუმეორებელი რეცეპტი, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ. მას ძირითაად ამზადებენ უკრაინაში, პოლონეთში და ჩეხეთში.

ინგრედიენტები

  • ყაყაჩო 160
  • ნუში 100გ
  • გახეხილი ქოქოსი 150გ
  • შაქარი 260გ
  • კვერცხი 7 ცალი
  • სოდა 0,5 ჩაის კოვზი
  • კარაქი 200გ
  • ნაღების პუდინგი 80გ
  • რძე 750მლ
  • ლიმონი 1 ცალი
  • წყალი 500მლ
  • ალუბლის ჯემი 280გ
  • ლიმონის ჟელე 90გ

მომზადება

1.მაცივრიდან გამოიტანეთ კარაქი, დაელოდეთ გალღვობას. 500მლ ცხიმიან რძეს დაუმატეთ 130გ შაქარი. დარჩენილი რძე ნაღების პუდინგს დაუმატეთ.

2.შაქრის და რძის მასა წამოადუღეთ საშუალო ცეცხლზე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და დაუმატეთ რძიანი პუდინგი. ურიეთ შესქელებამდე.

3.დაელოდეთ პუდინგის გაგრილებას. ამასობაში მოამზადეთ ცომი: ჯამში მოათავსეთ 150გ ყაყაჩო, დაფქული ნუში, სოდა და გახეხილი ქოქოსი.

4.განაცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. ცილა ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ მწიკვი მარილი, როცა ამოქაფდება დაუმატეთ შაქარი.

5.მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ მანამ, სანამ შაქარი არ გალღვება. შემდეგ დაუმატეთ გული და ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე.

6.ნელ-ნელა დაუმატეთ მშრალი ცომი და კოვზით მიიყვანეთ ერთგვაროვნებამდე.

7.ეს ცომი თანაბრად გადაანაწილეთ გამოსაცხობ ფორმაზე (22 X 35, ამოფინეთ პერგამენტით). გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 20-25 წუთი, მზადების პროცესი აკონტროლეთ ხის წკირით.

8.ამასობაში მშრალ ჟელეს მოასხით 400მლ ცხელი წყალი, მოურიეთ, რათა კარგად გალღვეს. მასა დატოვეთ გასაგრილებლად. მზა კორჟი გააგრილეთ და გაჭერით 2 ნაწილად.

9.გაჭრილი კორჟებიდან დაბლითა უნდა იყოს ოდნავ სქელი. კორჟი დანამეთ დარჩენილი წყლით და ლიმონის წვენით. დანამულ ფირფიტას წაუსვით ჯემი.

10.გამღვალი კარაქი ათქვიფეთ მიქსერით მაღალ სიჩქარეზე. კოვზით დაუმატეთ დარჩენილ პუდინგს და კარგად მოურიეთ.

11.ეს კრემი თანაბრად გადაანაწილეთ ჯემის ფენაზე, ზემოდან დაადეთ კორჟი. ჟელეც ჩაასხით იმაე ზომის ფორმაში.

12.ტორტი და ჟელე მოათავსეთ მაცივარში. როცა გაგრილდება ჟელე მოათასვეთ ტორტის თავზე, მოაყარეთ გახეხილი ქოქოსი. მთელი ღამით მოათავსეთ მაცივარში.

როგორც ნახეთ ამ ტორტის მომზადება უმარტივესია, ხოლო შედეგი განუმეორებელი. მე ძალიან ხშირად მიწევს ამ ტორტის მომზადება, რადგან ჩემს ოჯახის წევრებს ძალაინ უყვართ. გემრიელად მიირთვით!