სადღესასწაულო სალათი ბროწეულით

1045

ალბათ დამეთანხმებით, რომ სადღესასწაულო სალათები განსხვავდება ყოველდღიური სალათებისგან. სადღესასწაულოდ ყველა განსხვავებულად ემზადება, სალათებისთვის ჩვენ ვიყენებთ უფრო ძვირადღირებულ ინგრედიენტებს და ვხარჯავთ ძალიან დიდ დროს, ხოლო შედეგი მაინც არ არის იდეალური.

სადღესასწაულო მენიუს შედგენა – ეს საქმე არ არის მარტივი, პირიქით ძალიან საპასუხისმგებლოცაა. რადგან სწორედაც, რომ მენიუსაგან არის დამოკიდებული სტუმრების განწყობა და მათი მოგონებები ამ დღეასაწაულთან დაკავშირებით. დღეს ჩვენ დაგეხმარებით უგემრიელესი სალათის მომზადებაში!

ინგრედიენტები

  • ბრიუსელის კომბოსტო 250გ
  • ნიორი 1 კბილი
  • თაფლი 40გ
  • ღვინის ძმარი 30მლ
  • კარაქი 15გ
  • ისპანახი 20გ
  • არგულა 20გ
  • მარილი გემოვნებით
  • გოგრა 250გ
  • ბროწეული 0,25 ცალი
  • მდოგვი 0,5 სუფრის კოვზი
  • ზეითუნის ზეთი 140მლ
  • ვაშლი 1 ცალი
  • სალათი რომანო 25გ
  • შაქარი გემოვნებით
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით

მომზადება

1.ბრიუსელის კომბოსტო მოხარშეთ მარილიან წყალში 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოათავსეთ დასაწრეტ ჭურჭლეში და დაასხით ცივი წყალი. ამ მეთოდით პროდუქტი შეინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებსა და სასიამოვნო ფერს.

2.ტაფაზე გაალღვეთ კარაქი. წვრილად დაჭერით ნიორი და გამომშრალ კომბოსტოსთან ერთად მოათავსეთ კარაქიან ტაფაზე. მოაყარეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოამზადეთ 1,5-2 წუთის განმავლობაში თან აუცილებლად ურიეთ.

3.დანის დახმარებით გოგრიდან ამოჭერით 25-28 რგოლი. ისინი შეწვით ცხელ ზეითუნის ზეთში და დაუმატეთ შაქარი, მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოამზადეთ 2-3 წუთის განმავლობაში თან აუცილებლად ურიეთ.

4.თაფლი აურიეთ სოიოს სოუსს და მდოგვს, მოაყარეთ წიწაკა და მარილი გემოვნებით. კარგად ათქვიფეთ ეს მასა, თქვეფის პროცესში დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. გაასუფთავეთ ბროწეული თქვენთვის მოსახერხებელი მეთოდით.

5.გარეცხეთ ვაშლი, მოაშორეთ თესლი, დაჭერით წვრილად. მათ მოასხით 2 სუფრის კოვზი ზემოთ მითითებული სოუსი. მწვანილს დაუმატეთ დარჩენილი სოუსი.

6.იმისათვის, რომ მწვანილები არ შეიძინოთ ცალ-ცალკე, აიღეთ მათი მიქსი. მოათავსეთ მწვანილების ნაწილი თეფშზე, ზემოდან დაადეთ – გოგრა, ბრიუსელის კომბოსტო და ვაშლი. სალათს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და თქვენი სტუმრები ნამდვილად გაოცდებიან. ამ სალათის მეშვეობით თქვენი ორგანიზმი მიიღებს უამრავ ვიტამინს. გემრიელად მიირთვით!