შესანიშნავი ტორტის რეცეპტი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა

4235

ამ უგემრიელეს და მოსამზადებლად უმარტივეს ტორტს გამოცხობა არ სჭირდება, სწორედ ამიტომ არის იგი განსაკუთრებული. მისი კრემი ნაღებისა და ქოქოსისგან მზადდება და ტორტს საოცარ გემოსა და არომატს მატებს.

ინგრედიენტები

  • 800 გრ ორცხობილა

ყავის სიროფის ინგრედიენტები

  • 1 ჩ.კ. ხსნადი ყავა
  • 2 ჩ.კ. შაქარი
  • 200 მლ ცხელი წყალი

ინგრედიენტები კრემისთვის

  • 450 მლ ნაღები
  • 40 გრ ქოქოსი
  • 400 გრ ხაჭო
  • 200 გრ შაქრის პუდრი

ინგრედიენტები გასაფორმებლად

  • 3 ც ბანანი
  • ორცხობილა
  • ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი 

1. თასში შეურიეთ შაქარი და ხსნადი ყავა. დაუმატეთ ცხელი წყალი და კარგად მოურიეთ.

2. კრემის მოსამზადებლად თასში ჩაასხით ნაღები, დაუმატეთ ხაჭო, შაქრის პუდრი, ქოქოსის ფანტელი და კარგად მოურიეთ.

3. დაალაგეთ ორცხობილა ფირფიტაზე.

4. ზემოდან დანამეთ ყავით.

5. შემდეგ წაუსვით კრემი.

6. დაჭერით ბანანი და დაალაგეთ ტორტზე.

7. გაიმეორეთ ყველაფერი, სანამ ინგრედიენტები არ გამოგელევათ.

8. ბოლოს დარჩენილი კრემი წაუსვით ტორტის ზედაპირს, შემდეგ კი დაფშვნილი ორცხობილა და ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!