ორცხობილისა და ხაჭოს ჩიზქეიქი, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა

2819

ძველ ბერძნებსა და რომაელებს ძალიან უყვარდათ ჩიზქეიქი. ჩვენს ეპოქამდე დიდი ხნით ადრე, ეს დესერტი განსაკუთრებით პოპულარული იყო ოლიმპიურ სპორტსმენებში. რა თქმა უნდა, მას შემდეგ, დესერტმა უამრავი ცვლილება განიცადა და დღემდე მხოლოდ საუკეთესო ვარიანტები შემოინახა. დღევანდელი ჩვენი ჩიზქეიქი სწორედ ერთ-ერთი მათგანია.

ჩვენი რედაქცია გთავაზობთ ჩიზქეიქის მომზადებას ორცხობილითა და ჟელატინით, რომელსაც არ სჭირდება გამოცხობა. ეს დესერტი ძალიან სწრაფად მზადდება, სასიამოვნო გემო აქვს და, ამასთან, ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.

ჩიზქეიქი ჟელატინით

ინგრედიენტები ფუძისთვის

  • 200 გრ ორცხობილა
  • 100 გრ კარაქი

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 700 გრ საშინაო ხაჭო
  • 400 გრ ატმის იოგურტი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 10 გრ ვანილის შაქარი
  • 25 გრ ჟელატინი
  • 1 ც ატამი
  • 2 შეფუთვა ატმის ჟელე

მომზადების წესი

1. ორცხობილა დააბლენდერეთ და შეურიეთ დარბილებულ ან გამდნარ კარაქს. საცხობ ფორმაზე დააფინეთ პერგამენტი და მიღებული ერთგვაროვანი მასა მის მთელ სივრცეზე თანაბრად გადაანაწილეთ. ჩვენ ამისთვის გამოვიყენეთ დიამეტრით 26 სმ-იანი მრგვალი საცხობი ფორმა.

2. გახსენით ჟელატინი ადუღებულ წყალში, გააცივეთ.

3. ერთად დააბლენდერეთ ხაჭო, იოგურტი, შაქარი და ვანილის შაქარი.

4. გახსნილი ჟელატინი ფრთხილად ჩაასხით ხაჭოსა და იოგურტის ნაზავში და კვლავ დააბლენდერეთ.

5. მიღებული მასა სქლად წაუსვით საცხობ ფორმაში მოთავსებულ დაფქულ ორცობილას და შედგით მაცივარში დაახლოებით 1 საათით.

6. ერთი შეფუთვა ჟელე გახსენით 250 მლ მდუღარე წყალში. მეორე ჟელეთაც იგივე გაიმეორეთ და გააცივეთ ორივე მასა.

7. ამ დროის განმავლობაში დაჭერით ატამი და არაჟნისა და იოგურტის მასაზე დაალაგეთ, ზემოდან კი ცოტაოდენი ცივი ჟელე დაასხით, რომ დაფაროთ ხილი. კვლავ შედგით ნამცხვარი მაცივარში, სანამ კარგად გაცივდება.

8. ჟელეს დარჩენილი ნაწილი დაასხით ცივ ნამცხვარს და ცოტა ხნით “დაასვენეთ” მაცივარში.

9. ჩიზქეიქი ორცხობილითა და ხაჭოთი მზადაა. გემრიელად მიირთვით!

თუ ატმის გამოყენება არ გსურთ, შეგიძლიათ იგი ნებისმიერი ხილით ჩაანაცვლოთ და ნამცხვარი მოამზადოთ თუნდაც მარწყვით ან კივით.