საახალწო სალათები სადღესასწაულო მაგიდისთვის, რათა ხარი კმაყოფილი დარჩეს!

638
Christmas Santa Claus face salad serving New Year's table

დროა დღესასწაულისთვის მოვემზადოთ, თქვენ როგორ ფიქრობთ? პირველ რიგში უნდა ჩამოაყალიბოთ საახალწლო მენიუ. ასეთი შემთხვევისთვის, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საახალწლო რეცეპტების კრებულს. ჩვენ მოგიყვებით უმარტივესი სალათების შესახებ, რომლებიც თქვენს სტუმრებს ნამდვილად გააოცებენ. და რათქმა უნდა ჩვენი მაგიდა უნდა მოეწონოს წლის სიმბოლოს – ხარს. ეს უბრალოდ უგემრიელესი სალათები და ხელოვნების ნიმუშებია.

სალათი “ნაძვის ხე”

ინგრედიენტები

  • 400გ ჭარხალი
  • 200გ სტაფილო
  • 450გ კარტოფილი
  • 1 ხახვი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კამა
  • 50გ კონსერვირებული სიმინდი
  • 150გ ქაშაყი
  • 1 კვერცხი

მომზადება

  1. მოხარშეთ სტაფილო, ჭარხალი და კარტოფილი. ჭარხალი შეგიძლიათ ფოლგაში გამოაცხოთ, ასე თქვენ დროს დაზოგავთ.
  2. დაჭერით ქაშაყი.
  3. გახეხეთ კარტოფილი, სტაფილო და ჭარხალი.
  4. ფართე თეფშზე მოათავსეთ კარტოფილის ფენა, წაუსვით მაიონეზი. ზემოდან მოათავსეთ თევზი და წვრილად დაჭრილი ხახვი.
  5. ახლა ისევ თხელი ფენა მაიონეზი, შემდეგ სტაფილო, მაიონეზი, ჭარხალი და სიევ მაიონეზი.
  6. კამით გააფორმეთ სალათი.
  7. გახეხეთ მოხარშული კვერცხი. ცალკე გული და ცალკე ცილა. კვერცხით გააფორმეთ სალათი. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმინდი და ბროწეული დეკორისთვის. სტაფილოსგან ამოჭერით ვარსკვლავი.

ნოყიერი “ბანგლადეში”

ინგრედიენტები

  • 4 სუფრის კოვზი ბრინჯი
  • 5 კვერცხი
  • 200გ თევზის კონსერვი
  • 1 ვაშლი
  • 1/2 ხახვი
  • 80გ კარაქი
  • 140გ მაიონეზი
  • 1 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

მომზადება

  1. ცალკე ჯამში ჩაასხით კონსერვების ზეთი. კონსერვს დაუმატეთ ლიმონის წვენი, შაქარი და 70გ მაიონეზი.
  2. მოხარშეთ კვერცხი, განაცალკევეთ გული და ცილა.
  3. წვრილად დაჭერით ხახვი, ხოლო ვაშლი გახეხეთ.
  4. სალათი მოათასვეთ ფენებად: გული, კონსერვი, ბრინჯი, მაიონეზი, ვაშლი, კონსერვი. ბოლო ფენა – გახეხილი კარაქი.
  5. მაიონეზს დაუმატეთ კონსერვის ზეთი და მიღებული სოუსი მოასხით სალათს. კერძი გააფორმეთ კვერცხის ცილით. ასევე დეკორად გამოდგება ბულგარული წიწაკა და მწვანილი.

ვირთევზას ღვიძლის სალათი

ინგრედიენტები

  • 120გ ვირთევზას ღვიძლი
  • 200გ კარტოფილი
  • 2 კვერცხი
  •  მწვანე ხახვი
  • 2 სუფრი სკოვზი კონსერვირებული ბარდა
  • მაიონეზი გემოვნებით
  • კამა
  • ხახვი
  • 1/2 ლიმონი

მომზადება

  1. მოხარშეთ კვერცხი და კარტოფილი.
  2. დაჭერით ლუბიკებაად მოხარშული ბოსტნეული. დააქუცამცეთ ღვიძლი.
  3. ორივე სახის ხახვი წვრილად დაჭერით, ხახვი და კამა ერთმანეთს გადაურიეთ.
  4. მზა ინგრედიენტები: ღვიძლი, კარტოფილი, კვერცხი, მწვანილი – მოურიეთ და მოაყარეთ ბარდა. მოასხით მაიონეზი გემოვნებით.

სალათი “რიცა”

ინგრედიენტები

  • 200გ შებოლილი ქათამი
  • 1 კიტრი
  • 100გ დამარინადებული სოკო
  • 4 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • მაიონეზი
  • მწვანილი
  • მარილი

მომზადება

  1. დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ტაფაზე.
  2. მსხვილად დაჭერით სოკო.
  3. მოხარშეთ კვერცხი და გახეხეთ.
  4. სალათი ააწყეთ ფენებად, უმჯობესია ფორმაში: კვერცხის ფენა, მწვანილი, სოკო და ხახვი, კიტრი, დაქუცმაცებული ქათამი.
  5. თითოეულ ფენას წაუსვით მაიონეზი ან არაჟანი.

“საახალწლო სათამაშოები”

ინგრედიენტები

  • 1 ქათმის ფილე
  • 1 კარტოფილი
  • მდნარი ყველი
  • 100გ ქამასოკო
  • 100გ კონსერვირებული სიმინდი
  • 2 კვერცხი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 1 სტაფილო
  • 5 სუფრის კოვზი წითელი კომბოსტო
  • მწვანილი
  • მაიონეზი გემოვნებით
  • 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • წიწაკა და მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ სტაფილო, კარტოფილი, კვერცხი.
  2. გახეხეთ კვერცხის ცილა. მას მოასხით კომბოსტოს წვენი და დაელოდეთ რამდენიმე წუთი.
  3. დააბლენდერეთ ბულგარული ზეთთან და სანელებლებთან ერთად.
  4. გახეხეთ სტაფილო და კარტოფილი.
  5. წვრილად დაჭერით სოკო და მოთუშეთ ტაფაზე.
  6. მოხარშეთ ფილე და დაწეწეთ.
  7. დააბურთავეთ კარტოფილი და წაუსვით მაიონეზი, მოათავსეთ თეფშზე.
  8. ზემოდან დაადეთ სოკო, ქათამი და წაუსვით მაიონეზი.
  9. ახლა კი სიმინდი და გახეხილი ყველი.
  10. გააფორმეთ სალათი კვერცხის ცილით, სტაფილოთი და წიწაკით.

გემრიელად მიირთვით!