ლიმონისა და ქინძის ჰუმუსი – საუცხოო კრემ-საწებელი

3608

აუ საუცხოო კრემ-საწებელს ძირითად კერძამდე მიირთმევენ. კარგია ცივ თეთრ ღვინოსთან.

ჰუმუსი – მუხუდოს მარცვლებისგან მომზადებული პიურე.

ტაჰინი – ტაჰინის პასტა ბერძნულ, თურქულ და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების სამზარეულოებში მოიხმარება. მზადდება სეზამის მარცვლებისგან. იყიდება მზაც.

ტორტილია – “მრგვალი თხელი კვერი”. მზადდება სიმინდის ან ხორბლის ფქვილისგან. გამოიგონეს  მექსიკაში. აცხობენ თითქმის მთელ ამერიკაში, ევროპაშიც. ესპანელები ამზადებენ კარტოფილითა და კვერცხით. მისი ჩიპსები იყიდება სუპერმარკეტებში.

ინგრედიენტები :

  • 400 გ ბარდა
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს.კ. იოგურტი (ხილის გარეშე, უშაქრო)
  • 3 ს.კ. ცივი დაწურვის ზეითუნის ზეთი
  • 2 ლიმონის ცედრა
  • 1 ლიმონის წვენი
  • მარილი, შავი პილპილი
  • 1/2 ჭიქა ქინძი
  • სიმინდის ან ტორტილიას ჩიპსები
  • სტაფილოს ჩხირები

მომზადების წესი:

  1. ჰუმუსი: მუხუდო, მსხვილად დაჭრილი ნიორი, იოგურტი, ტაჰინი, ზეითუნის ზეთი და ლიმონის გახეხილი  ცედრა სამზარეულოს კომბაინში მოათავსეთ. ლიმონის ახალგამოწურული წვენი დაასხით და ერთგვაროვან მასად აქციეთ.
  2. შეაზავეთ მარილითა და შავი პილპილით, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი. ჰუმუსი ფიალაში გადაიტანეთ, მცირეოდენი ზეთი მოასხით და ქინძის ფოთლებით მორთეთ. დაახურეთ და გააცივეთ.
  3. სუფრაზე სიმინდის ან ტორტილიას ჩიპსებთან, ან სტაფილოს ჩხირებთან ერთად მიიტანეთ.