როგორ შევწვათ ზუთხი აფხაზურად

2573

აფხაზეთში ზუთხს განსაკუთრებულად ამზადებენ. და, რა თქმა უნდა გემოც განსაკუთრებული აქვს. უნდა აღინიშნოს ისიც რომ აფხაზები ამ კერძს ცხლად მიირთმევენ. აი, მისი რეცეპტიც…

ინგრედიენტები:

  • ზუთხი 500 გ
  • კარაქი 150 გ
  • ხახვი 2-3 თავი
  • ქინძი და კამა 30-30 გ
  • ნიორი 4-5 კბილი
  • მარილი, პილპილი, შეზავებული ტყემალი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული და გაფუფქული ახალი ზუთხი დავჭრათ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, მოვათავსოთ ტაფაზე და შევწვათ კარაქში.
  2. როდესაც თევზი შეწითლდება, მოვაყაროთ ცალკე კარაქში მოშუშული წვრილად დაკეპილი ხახვი.
  3. კარგად ავურიოთ, დავახუროთ ტაფას თავსახური და 5 წთ ჩავშუშოთ.
  4. გამზადებულ კერძს დავუმატოთ დაკეპილი ახალი ქინძი და კამა.
  5. გამზადებული კერძი მოვათავსოთ ღრმა ჭურჭელში.
  6. სუფრაზე მიტანისას მოვასხათ ნივრით და მარილით შეზავებული მოხარშული და გახეხილი ახალი ტყემალი.
  7. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად.