ბადრიჯანი ღვიძლისა და სოკოს შიგთავსით

1233

ბოსტნეულის გამოცხობა ხორცის შიგთავსით – გენიალური იდეაა. სარგებელი ნაწლავებისთვის, სინოყიერე და მდიდარი გემო – და ეს ყველაფერი ერთ ფლაკონში. თანაც, მომზადებას დიდი დრო არ სჭირდება. არ იცით, რა მოამზადოთ ვახშმად? სცადეთ გამომცხვარი ბადრიჯანი ღვიძლით.

კერძისთვის შეგიძლიათ ნებისმიერი სოკო შეარჩიოთ, მთავარია, ახალი იყოს. ამ რეცეპტისთვის ჩვენ ქამა სოკო გამოვიყენეთ.

ინგრედიენტები

  • 2 ც ბადრიჯანი
  • 400 გრ ქათმის ღვიძლი
  • 200 გრ ქამა სოკო
  • 1 ც პომიდორი
  • 1 ც ხახვი
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • ოხრახუში გემოვნებით
  • 2 კბილი ნიორი
  • ბაზილიკი გემოვნებით
  • ზეთი გემოვნებით
  • მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. გარეცხეთ და დაჭერით ბოსტნეული. ბადრიჯანი გაჭერით შუაზე, სიგრძეზე. წაუსვით საცხობ ფორმას ზეთი. მოათავსეთ ბადრიჯანი, მოასხით ცოტაოდენი ზეთი. შედგით 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით.
  2. გაავლეთ ღვიძლს წყალი, დაჭერით. გარეცხეთ სოკო, გაჭერით 4-ად. დაასხით პომიდორს მდუღარე წყალი, მოაცილეთ კანი და დაჭერით წვრილ კუბებად. დაჭერით ხახვი, ნიორი, ბულგარული წიწაკა და მწვანილი.
  3. მოთუშეთ ხახვი და ნიორი ზეთში, დაუმატეთ ღვიძლი და სოკო და კიდევ 5 წუთი მოთუშეთ. დაუკელით ცეცხლს, დაუმატეთ პომიდორი, სუნელები, მუდმივად ურიეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში.
  4. გამოიღეთ ღმელიდან ბადრიჯანი, გააცივეთ. ფრთხილად ამოიღეთ გული, დაჭერით და დაუმატეთ შიგთავსს. მასას დაუმატეთ მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ. მოათავსეთ ბადრიჯანში შიგთავსი და გამოაცხვეთ 5 წუთის განმავლობაში.

მიირთვით ცხლად ან თბილად. პიკანტურობისთვის შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი. თუ რეცეპტი მოგეწონათ, გაუზიარეთ მეგობრებს!