როგორ მოვხარშოთ სოსისი სწორად – გაეცანით სტატიას და გადაამოწმეთ სწორად ხარშავთ თუ არა სოსისს

881

სტუდენტობის პერიოდში ძალიან ხშირად მივირთმევდი მოხარშულ სოსისს. ერთი შეხედვით მარტივ კერძსაც სჭირდება რაღაც ნიუანსების დაცვა. მოდით დღეს სოსისის სწორად მოხარშვა ვისწავლოთ.

მთავარია კარგი ხარისხის პროდუქტი აირჩიოთ. ყველა წესის დაცვის შემთხვევაშიც კი უხარისხო პროდუქტი ვერ იქნება იდეალური.

რადგან სოსისი ხორცისგან შედგება, მაშინ მოვამზადოთ როგორ ხორცი.

პირველ რიგში მოაშორეთ გარეკანი. ჩაუშვით წყლით სავსე ქვაბში. სითხე შეიძლება იყოს ადუღებულიც და ცივიც.

თოერიულად ცივ წყალში მოთავსებული სოსისი კარგად უნდა მოიხარშოს, რადგან წყალი ეტაპობრივად გაცხელდება. სოსისში შემავალი ცხიმი გალღვება და გარეთ გადმოიღვრება. თქვენ დაგრჩებათ გამოფიტული უგემური მასა.

პირდაპირ ცხელ წყალში მოხარშვამაც არ მოგვცა იდეალური შედეგი. ამ შემთხვევაში სოსისმა მეტად შეინარჩუნა გემო, მაგრამ დაკარგა გარეგნული მხარე. დასკვნა – არ მოხსნათ საფარველი სოსისს მოხარშვამდე.

ახლა კი შევუდგეთ მის სწორად მომზადებას. აადუღეთ წყალი და მოათავსეთ სოსისები. სტანდარტული ზომისთვის საკმარისია 5 წუთი, ხოლო დიდი ზომებისთვის 7-10 წუთი.

შეგიძლიათ სოსისი რამოდენიმე ადგილას დაჩხვლიტოთ.

სანელებლების იმედი აქ არ გქონდეთ, სოსისის საფარველი მაინც არ გაატარებს მათ გემოს. უმჯობესია უკვე მოხარშულ სოსისს მოაყაროთ ან მოასხათ დანამატები.

მოხარშული სოსისები ფრთხილად ამოიღეთ წყლიდან და მოაშორეთ გარეკანი. მოამზადეთ გარნირი და ვახშამიც მზად არის.

გემრიელად მიირთვით!