შინდის მურაბა – ყველაზე სასარგებლო მურაბა მურაბებს შორის!

5876

შინდის მურაბა სხვა მურაბებთან შედარებით მომდევნო პოზიციას იკავებს,  თუმცა  სიროფი საუკეთესო საშუალებაა გაცივების დროს, ხველებისას. ზოგადად, შინდის მცენარე, ნაყოფით დაწყებული და ფესვით დამთავრებული, ყველანაირად სასარგებლოა.

წელს პირველად მოვამზადე შინდის მურაბა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი ასეთი  კარგი თუ გამოვიდოდა. მინდა, ეს რეცეპტი თქვენც გაგიზიაროთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ შინდი
  • 1 კგ შაქარი
  • 1,5 ჭიქა წყალი

მომზადების წესი:

  1. შაქარს დავასხათ წყალი და მოვხარშოთ სიროფი. როცა შექელდება, ჩავყაროთ შინდი და მთელი ღამე გავაჩეროთ.
  2. მურაბა დილით დაბალ ცეცხლზე შემოვდგათ და ვადუღოთ. ხარშვისას მოვხადოთ ქაფი.
  3. 15 წუთის ხარშვის შემდეგ მურაბა კარგად გავაცივოთ და კვლავ ვხარშოთ 15 წუთის განმავლობაში.
  4. მურაბა მესამედაც ზემოხსენებული წესით წამოვადუღოთ და ბოლოს ქილებში ჩავასხათ.

რედაქციის რჩევა

ძალიან არომატული გამოდის შინდის ჯემი ხარშვის გარეშე. ამისთვის კარგად დამწიფებული შინდი დაგვჭირდება. 2 კგ შინდი საცერზე ან საწურზე გავხეხოთ (გამოდის დაახლოებით 1 კგ გახეხილი მასა), დავუმატოთ 2 კგ შაქარი და დავდგათ გრილ ადგილას. 2-3 დღის განმავლობაში ჯემს ხის კოვზით ამოვურიოთ, რომ შაქარი გაიხსნა, შემდეგ კი ჩავასხათ ქილებში და გრილ ადგილას შევინახოთ. ამგვარი ჯემი კარგია სხვადახვა დესერტის მოსამზადებლად.