როგორ მოვხარშოთ ბოსტნეული სწრაფად

1523

დღეს ჩვენ გაგიზიარებთ მარტივ მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ბოსტნეულს სულ რაღაც 10 წუთში მოხარშავთ.

როგორ მოვხარშოთ ბოსტნეული

თქვენ დაგჭირდებათ

  • უმი ბოსტნეული
  • პოლიეთილენის ცელოფანი
  • მიკროტალღური ღუმელი
  • წყალი

1. კარგად გარეცხეთ ბოსტნეული და ჩაალაგეთ პოლიეთილენის ცელოფანში. თუ გსურთ, რომ ჭარხალი, სტაფილო და კარტოფილი ძალიან სწრაფად მომზადდეს, მოათავსეთ ისინი სხვადასხვა ცელოფანში.

2. თითოეულ ცელოფანში ჩაასხით 100 მლ წყალი და გაუკეთეთ კვანძი. ზემოდან კბილის ჩხირით გაუკეთეთ რამდენიმე ნახვრეტი, რომ ცელოფანი არ გასკდეს.

3. ცელოფანში ჩალაგებული ბოსტნეული მოათავსეთ შესაფერისი ზომის თეფშზე და შედგით მიკროტალღურ  ღუმელში, მოხარშეთ ბოსტნეული მაქსიმალურ სიმძლავრეზე 10 წუთის განმავლობში. ჭარხალი უმჯობესია ცალკე მოხარშოთ, რადგან მას შესაძლოა 10 წუთზე ნაკლები დასჭირდეს მოსახარშად, ხოლო სტაფილო და კარტოფილი შეგიძლიათ ერთად მოხარშოთ.

4. კბილის ჩხირით შეამოწმეთ, მოიხარშა თუ არა ბოსტნეული.

5. ასე მოხარშული ბოსტნეულის უპირატესობა არა მხოლოდ დროის ეკონომიაშია, არამედ იმაშიც, რომ ბოსტნეული რჩება წვნიანი და ინარჩუნებს მდიდარ გემოს. ქვაბში მოხარშული ბოსტნეული კარგავს უფრო მეტ ვიტამინს, ვიდრე ბოსტნეული, რომელიც გერმეტულ პაკეტში იხარშება.