ყაბაყის მომზადების 3 მეთოდი. ყველა დამატებას მოგთხოვთ

640

ყაბაყი უკვე როგორც ბაზარში, ასევე სასურსათო მაღაზიებში დომინირებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ახალი რეცეპტები მოიმარაგოთ. დღეს გიჩვენებთ, თუ როგორ მოამზადოთ ორიგინალური კერძები ყაბაყით.

ყაბაყის კერძს ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ის ძალიან სწრაფად და მარტივად მზადდება. მეორეც, წაგრძელებული გოგრის სახეობა თითქმის ნებისმიერ პროდუქტს ერწყმის. სწორედ ამიტომ, ყაბაყიდან ნებისმიერი გემოვნების კერძის მომზადებას შეძლებთ. ამაში კი სიამოვნებით დაგეხმარებით.

ორიგინალური კერძები ყაბაყით

ყაბაყის რულეტი ფარშით


ინგრედიენტები:

  • 2 ყაბაყი
  • 8 კვერცხი
  • 200 გრ ხმელი ყველი
  • 100 გრ ხახვი
  • 3 კბილი ნიორი
  • 200 მლ ბულიონი
  • 500 გრ ქათმის ფარში
  • 200 მლ ნაღები 10%-იანი ცხიმიანობით
  • 200 მლ არაჟანი 20%-იანი ცხიმიანობით
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 0,5 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

1. ყაბაყი თხელ რგოლებად დაჭერით. შემდეგ 0,5 ჩ/კ მარილი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

2. შემდეგ ბოსტნეული პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე ერთ ფენად დააწყვეთ.

3. კვერცხი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ, 1 ჩ/კ მარილი და 0,5 ჩ/კ შავი წიწაკა დაუმატეთ. ყაბაყს კვერცხის ნარევი ფრთხილად დაასხით. რულეტი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

4. ამ დროში დაქუცმაცებული ხახვი ნიორთან ერთად შეწვით. შემდეგ ქათმის ფარში, 0,5 ჩ/კ მარილი და ამდენივე წიწაკა დაუმატეთ. აურიეთ. შემდეგ ხორცს ბულიონი და ნაღები დაასხით.

5. ხორცი რამდენიმე წუთით თუშეთ. შემდეგ არაჟანი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

6. მზა რულეტს პერგამენტის ქაღალდი მოაშორეთ. ფრთხილად გააკეთეთ, რომ არ გახიოთ. შემდეგ რულეტს გახეხილი ყველი წაუსვით ისე, რომ ყველის ფენა გააკეთოთ.

7. ამის შემდეგ ქათმის ფარში დაუმატეთ და რულეტი ფრთხილად დაახვიეთ. ამის შემდეგ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

ყაბაყის ნავები ხაჭოთი

ინგრედიენტები:

  • 4 ყაბაყი
  • 400 გრ ხაჭო
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 170 გრ ხმელი ყველი
  • 40 გრ კამა
  • 2 კვერცხი

მომზადება:

  1. პირველ რიგში, ყაბაყი გაასუფთავეთ. შემდეგ შუაზე გაჭერით და შუაგული ამოიღეთ.
  2. შემდეგ ხაჭო, მარილი, წიწაკა, დაქუცმაცებული ნიორი და 100 გრ გახეხილი ყველი აურიეთ. ასევე დაჭრილი კამა და კვერცხი დაუმატეთ. შიგთავსს კარგად აურიეთ.
  3. ყაბაყის ნავები ხაჭო-ყველის მასისთ გაავსეთ. ზემოდან დარჩენილი გახეხილი ყველი მოაყარეთ. კერძი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით აცხვეთ.

ყაბაყის ბლინები

ინგრედიენტები:

  • 200 გრ მოხარშული ქათმის ფილე
  • 3 კვერცხი
  • 300 გრ ყაბაყი
  • 50 გრ ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ სანელებლები ბოსტნეულისთვის
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 0,25 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა

მომზადება:

  1. მოხარშული ქათმის ფილე კუბებად დაჭერით. შემდეგ კვერცხს აურიეთ და პიურეს მიღებამდე დააბლენდერეთ.
  2. ყაბაყი მსხვილ სახეხზე გახეხეთ. შემდეგ ქათმის პიურე, ფქვილი და ყველა სანელებელი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. ტაფაზე მცენარეული ზეთი კარგად გაახურეთ. შემდეგ ყაბაყის ცომის ფენა მოათავსეთ. ბლინები ერთი მხრიდან 5 წუთით და მეორე მხრიდან 3 წუთით შეწვით. შედეგად არომატულ და ნოყიერ ბლინს მიიღებთ.

ორიგინალური კერძები ყაბაყით ძალიან სწრაფად მზადდება, მაგრამ შედეგი უბრალოდ შთამბეჭდავია!  ამასთან, ძალიან ეფექტურად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ გაამრავალფეროვნოთ არა მხოლოდ ყოველდღიური მენიუ, არამედ სადღესასწაულო სუფრა. მაგალითად, ყაბაყის რულეტი ან ნავი ფერად წასახემსებლად იდეალურია. გემრიელად მიირთვით!