ომლეტის რულეტი მდნარი ყველით. ორიგინალური და იაფი წასახემსებელი

184

ომლეტის რულეტი მდნარი ყველით ხელმისაწვდომი რეცეპტია მოულოდნელი სასიამოვნო შედეგით. წასახემსებელი იმდენად გემრიელი, ნაზი და ელეგანტური გამოდის, რომ სხვა კერძი მასთან შედარებით უფერულია. სადღესასწაულო სუფრაზე კვერცხი–ყველის წასახემსებელი მადისაღმძვრელად გამოიყურება, ამიტომ პირველი იჭმება.

ასეთი რულეტი სწრაფად და მარტივად მზადდება. სანამ ომლეტი ცხვება, შიგთავსი შეგიძლიათ მოამზადოთ. ძვირადღირებული პროდუქტები ან სხვა მოწყობილობა საჭირო არაა. რულეტი გამოდის ძალიან ორიგინალური, რითაც ბავშვებშიც ინტერესს იწვევს. აღსანიშნავია, რომ წაუგებელი კერძია ნებისმიერი შემთხვევისთვის.

ომლეტის რულეტი მდნარი ყველით: რჩევები

მრავალფეროვნებისთვის შიგთავსს შეგიძლიათ დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ზურგიელი, ორაგული, კიბორჩხალის ჩხირები ან მოხარშული კვერცხი. რეცეპტში კამის მწვანილია მითითებული, მაგრამ ნებისმიერი სხვა შეგიძლიათ გამოიყენოთ. დაჭრილი რულეტი სალათის ფურცლებთან ერთად სუფრაზე გაიტანეთ. ლამაზი და სასარგებლოა.

ინგრედიენტები:

  • 4 კვერცხი
  • 2 ს/კ ხორბლის ფქვილი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 მდნარი ყველი
  • 30 გ ხმელი ყველი
  • 4 ს/კ მაიონეზი
  • 2 ჩ/კ წყალი
  • შავი წიწაკა (დაფქული) გემოვნებით
  • 3 კბილი ნიორი
  • 10 გ კამა

მომზადების წესი:

1. პირველ რიგში, ღუმელი 200 გრადუსზე გააცხელეთ. კვერცხი და 2 ს/კ მაიონეზი ათქვეფეთ. ფქვილი, ხმელი ყველი და წყალი დაუმატეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.

2. ომლეტი მართკუთხა ან კვადრატის ფორმაში ჩაასხით. წინასწარ პერგამენტი ჩააფინეთ. უკვე ცხელ ღუმელში მოათავსეთ.

3. ზუსტად 2-3 წუთში ომლეტი მზად იქნება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ. მზა ფენა ლანგარზე გადაიტანეთ.

4. სანამ ომლეტი ცივდება, შიგთავსი მოამზადეთ. ყველი წვრილად გახეხეთ, მწვანილი, ნიორი დაუმატეთ და 2 ს/კ მაიონეზი აურიეთ.

5. ოდნავ გაცივებულ ომლეტს შიგთავსი თანაბრად წაუსვით და რულეტი დაახვიეთ. შემდეგ პარკში გაახვიეთ და მაცივარში რამდენიმე საათი შეინახეთ.

მიღებული კერძი 1–2 სმ სისქის ნაჭრებად დაჭერით და სუფრაზე ცივ კერძად გაიტანეთ. ეჭვიც არ შეგეპაროთ, რულეტი თქვენი სუფრის ნამდვილი მშვენება გახდება.