შილაფლავი კახური რიტუალური კერძია. ცხვრის ხორცის გარდა, შილაფლავს ამზადებენ სოკოთი, რომელიც სამარხვო ქელეხისთვისაა განკუთვნილი. შილაფლავის რეცეპტი კი ასეთია:
ინგრედიენტები:
- 700 გ ცხვრის ხორცი
- 1-2 ს.კ. წვრილად დაკეპილი ცხვრის დუმა
- 1 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
- 5 ჭიქა წყალი
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი
- ბაჰარი
- მარილი
- პილპილი
მომზადების წესი:
- ხორცი წვრილად დავჭრათ და ხახვსა და დუმასთან ერთად მოვშუშოთ, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და ვადუღოთ, სანამ ხორცი დარბილდება.
- ხორცს წყალი რომ დაუშრება, დავასხათ 6 ჭიქა წყალი, დავუმატოთ დაფნის ფოთლები, მარილი, პილპილი და ბაჰარი გემოვნებით.
- წყალი რომ ადუღდება, ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება და წყალი დაშრება.
შილაფლავის მომზადება არც ისე რთულია. ამ რეცეპტით მომზადები 6 ულუფა გამოდის. დრო კი 1,5 სთ დაგჭირდებათ.