როგორ მოვამზადოთ ყვავილოვანი კომბოსტო ტაფაზე

974

კომბოსტოს ტაფაზე კვერცხის ცომში მომზადება თითქმის ყველა ბოსტნეულის მოყვარულმა იცის. რას ფიქრობთ კომბოსტოს კატლეტებზე?

ეს კერძი ძალიან დაბალკალორიულია, მხოლოდ 80 კალორია 100გ პროდუქტზე.

ინგრედიენტები

  • ყვავილოვანი კომბოსტო 500გ
  • წყალი 1ლ
  • მარილი
  • მწვანე ხახვი
  • კამა
  • პიტნა
  • ხორბლის ფქვილი 70გ
  • შავი წიწაკა
  • იოგურტი 5 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ზეთი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

1.აადუღეთ 1ლ წყალი ქვაბში. დაანაწევრეთ კომბოსტო და მოხარშეთ 5 წუთი. წყალს ცოტა მარილი მოაყარეთ.

2.ამასობაში მწვანე ხახვი, პიტნა, კამა, გაგრილებული კომბოსტო და დააბლენდერეთ.

3.დაქუცმაცებულ კომბოსტოს დაუმატეთ 1 კვერცხი, 2 სუფრის კოვზი იოგურტი და 70გ გაცრილი ფქვილი. მოაყარეთ მარილი და წიწაკა, კარგად მოურიეთ.

4.მოამზადეთ სოუსი: დააქუცმაცეთ პიტნა და კამა. 3 სუფრის კოვზ იოგურტს გადაურიეთ მწვანილი.

5.ბოსტნეულის კატლეტები შეწვით ტაფაზე.

6.გამოაცხეთ 180 გრადუსზე 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!