უგემრიელესი კერძი სოსისებით და სოკოთი

592

ინგრედიენტები

  • პენნე 450გ
  • სოსისები 350გ
  • ხახვი 1 ცალი
  • ქამა სოკო 600გ
  • რუკოლა ან კომბოსტო 150გ
  • გახეხილი პარმეზანი 0,3 ჭიქა
  • ზეითუნის ზეთი 1 სუფრის კოვზი
  • მარილი გემოვნებიღ
  • წიწაკა გემოვნებით

მომზადება

  1. მოხარშეთ მაკარონი მარილიან წყალში. 0,25 ჭიქა ნახარში შეინახეთ სოუსისთვის.
  2. დაჭერით სოსისები. გარეცხეთ სოკო, დააქუცმაცეთ. გაასუფთავეთ ხახვი, წვრილად დაჭერით. რუკოლაც გარეცხეთ და გააშრეთ.
  3. შეწვით ტაფაზე სოსისები, დაუმატეთ დაჭრილი ხახვი და მოთუშეთ 4 წუთი.
  4. სოსისებს დაუმატეთ სოკო, მოასხით ცოტა წყალი, მოთუშეთ 8 წუთი.
  5. მაკარონიან წვაბში ჩაყარეთ სოსისები, სოკო, რუკოლა, ნახარში, მრილი, წიწაკა და კარგად მოურიეთ. გააცხელეთ 1-2 წუთი დაბალ ცეცხლზე.
  6. თეფშზე გადატანისას მოაყარეთ პარმეზანი.

გემრიელად მიირთვით!