მადისაღმძვრელი ხორცის რულეტები ოქროსფერ კლიარში: კოტლეტების შესანიშნავი ალტერნატივა

953

თუ კოტლეტები მობეზრებული გაქვთ, ეს რეცეპტი ალბათ არ გინახავთ. თუ დრო და სურვილი გაქვთ, გირჩევთ მოამზადოთ წვნიანი ხორცის რულეტები წელვადი ყველის შიგთავსით.

როგორც წესი, ფარშისგან რულეტის შექმნის შემდეგ დიასახლისები მას ღუმელში აცხობენ, მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. მოამზადეთ რაღაც უფრო საინტერესო და ორიგინალური: მცირე კოტლეტი-რულეტები ოქროსფერ კლიარში.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ღორის ფარში
  • 150 გრ მაგარი ყველი
  • 250 გრ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 250 მლ რძე
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი

მომზადება

  1. შეურიეთ ფარში, გატარებული ნიორი, მარილი, პილპილი და 1 კვერცხი.
  2. გააბრტყელეთ დიდ დაფაზე ფარში.
  3. გახეხეთ ყველი, მოაყარეთ ფარშს და შეახვიეთ რულეტი. დააფიქსირეთ კუთხეები და შედგით საყინულეში 3 საათით.
  4. ათქვიფეთ 2 კვერცხი, დაუმატეთ რძე, ფქვილი და კარგად მოურიეთ.
  5. დაჭერით გაყინული რულეტი ნაჭრებად, ამოავლეთ კლიარში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.

ცხელ ზეთში ხორცი მალე შეიწვება, ყველი კი წელვადი გახდება. მიირთვით კერძი შინ მომზადებული კეტჩუპით, მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!