ქათმის ბარკლები ჩაისაგან დამზადებულ მარინადში და სოიოს სოუსში საოცარია! ღუმელში გამოცხობის შემდეგ ის ხდება ხრაშუნა და ერთი შეხედვით ძალიან გავს შებოლილს.
ჩაის მარინადისა და სხვადასხვა სანელებლების დახმარებით ხორცი გამოდის რბილი, ნაზი და საოცრად გემრიელი. მისი მომზადება არ საჭიროებს დიდ დროს, მაგრამ შედეგი მერწმუნეთ ნამდვილად გაგაოცებთ.
როგორ მოვამზადოთ ქათმის ბარკლები
ინგრედიენტები
- 900გ ქათმის ბარკალი
- 400მლ ძლიერი შავი ჩაი
- 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუს
- 1 ჩაის კოვზი შაქარი
- 1 ჩაის კოვზი ქინძი
- 1 სუფრის კოვზი პაპრიკა
- 1/3 ჩაის კოვზი წითელი მწარე წიწაკა
- 2 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
მომზადება
1.ადუღებულ ჩაიში გაალღვეთ შაქარი, დაუმატეთ სოიოს სოუსი, სანელებლები და მცენარეული ზეთი. მოურიეთ.
2.ჩაის მარინადში ჩააწყვეთ ქათმის ბარკლები.
3.ბარკლებს დააფარეთ პაკეტი და მინიმუმ 4 საათის განმავლობაში (უმჯობესია დატოვოთ მთელი დღით) შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.
4.ამის შემდეგ ბარკლები დაალაგეთ ცხობისათვის განკუთვნილ ქაღალდზე და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-60 წუთის განმავლობაში.
5.მზა ბარკლები შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც ცხელი ასევე ცივიც.
6.ქათმის ბარკლები მარინადში არის ძალიან გემრიელი. გემრიელად მიირთვით!
მოამზადეთ ამ რეცეპტის მიხედვით და ძალიან კმაყოფილი დარჩებით.