გამოუცდელი დიასახლისების შეცდომები ბორშის მზადებისას

691

ბორშის სწორად მომზადება დიასახლისების უმეტესობამ არ იცის. ამ კერძის სწორად მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა დიასახლისს მომზადების საკუთარი მეთოდი აქვს, ამიტომაც განსხვავდება რეცეპტები და ინგრედიენტების რაოდენობები.

დღეს მე ამ სტატიაში თავი მოვუყარე ძალიან ხშირად დაშვებულ შეცდომებს. მივიღე უამრავი რჩევა გამოუცდელი/გამოცდილი დიასახლისებისგან, მზარეულებისგან და შეფებისგან. ყველაზე მეტად დამეხმარა ბებოს რჩევები და დარიგებები. მოდით ერთად შევქმნათ იდეალური ბირში!

1.ზეთის დამატება ბორშში არ შეიძლება

ეს არ არის სუპი! ტრადიციული რეცეპტი გულისხმობს ხახვის, სტაფილოს და ჭარხლის გამოყენებას. ხშირ შემთხვევაში ბოსტნეულს ჭრიან, თუშავენ ზეთში და შემდეგ ათავსებენ ქვაბში. სამწუხაროდ ეს არასწორი მეთოდია. ეს მართლაც სერიოზული შეცდომაა.

მზარეულების აზრით, შემწვარი ბოსტნეული კერძს ძალიან ცხიმიან და მძიმეს ხდის.

2.ლობიო ბორშში

თქვენ უმატებთ ლობიოს ბორშს? ამას ხშირად ხორცის ჩასანაცვლებლად იყენებენ. ლობიოს დახმარებით სამარხვო ბორშსაც ძაიან მარტივად მოამზადებთ.

ძალიან გემრიელი გამოდის, არასამარხვო დღეებშიც დიდი სიამოვნებით ვამზადებ.

ქვაბში მოათავსეთ ლორი და მოხარშეთ ლობიო. მზადების ბოლოს მოაშორეთ ლორი და ნიორთან ერთად დაჭყლიტეთ, დააბრუნეთ ქვაბში.

3.ჭარხალი, როგორც მთავარი ინგრედიენტი

ზოგი დიასახლისი ამ პროდუქტს ჭარბად იყენებს, ზოგი კი პირიქით. ხშირად ხეხავენ ჭარხალს, მაგრამ უმეტესობა ჭრის დანით – და ეს სწორი გადაწყვეტილებაა.

4.პომიდორი თუ პომიდვრის პასტა

ზაფხულის პერიოდში შეგვიძლია გამოვიყენოთ მწიფე პომიდორი. დაბალ ცეცხლზე მოთავსებით თქვენ კარგ სოუსს მიიღებთ. შეგიძლიათ მოთუშოთ ან დაუმატოთ უმად.

ჭარხლის დამატება მზადების დასასრულისკენ ჯობია, რათა არ შეიცვალოს ფერი.

5.სანელებლები ბორშისთვის

თანამედროვე ბორშს ძალიან უხდება კაკალი ქინძი, ხმელი-სუნელი, პროვანსული სანელებლები. მწარეს მოყვარულთათვის კი წიწაკა.

ჩემი საიდუმლო ინგრედიენტი – დაქუცმაცებული კამის თესლი. ეს სანელებელი ძალიან უხდება ბორშს. ძაიან უხდება აევე ოხრახუშიც.

მზადება თითქმის მორჩა. ახლა უნდა დავაბალანსოთ კერძი. ლიმონის მჟავის ან ძმრის დახმარებით.

გემრიელად მიირთვით!