ეკალა ნიგვზით ძალიან მარტივი მოსამზადებელია და არ მოითხოვს თქვენგან მზარეულის გასაოცარ ნიჭს. უბრალოდ მიჰყევით ჩვენს მარტივ ინსტრუქციას.
ინგრედიენტები:
- ნიგოზი 100-150 გ
- ნიორი 2-3 კბილი
- ქინძი – 30 გ
- წიწაკა დანის წვერით
- ძმარი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- გასუფთავებული და გარეცხილი ეკალა მოვათავსოთ ქვაბში , დავასხათ წყალი ისე, რომ ეკალა ბოლომდე არ დაიფაროს და მოვხარშოთ.
- დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ეკალა რომ შერბილდება (არ უნდა ჩაიხარშოს), გადავიტანოთ საწურზე და გავავლოთ გამდინარე ცივ წყალში.
- გავწუროთ ხელით. დავჭრათ წვრილად 1-2 სმ სიგრძეზე.
- ერთად ჩავნაყოთ ხორცსაკეპში გატარებული ნიგოზი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ქინძი.
- გადმოვიტანოთ ჯამში, დავუმატოთ წიწაკა, მარილი და ძმარი გემოვნებით და ავურიოთ ეკალას.
- დავდოთ ლანგარზე და მივიტანოთ სუფრაზე.
გემრიელად მიირთვით!