ბოსტნეულის ფხალი – ქართული სუფრის მშვენება

3250

ბოსტნეულის ფხლის გარეშე ქართული სუფრა წარმოუდგენელია. გემრიელი, სამარხვო, დაბალკალორიული და სურნელოვანი კერძი, რომელსაც ყოველი დიასახლისი თავის პატარა შტრიხს ჰმატებს.

ინგრედიენტები

  • 600 გრ ჭარხალი
  • 1 ჭ ნიგოზი
  • 1 კონა ქინძი
  • 1 ს.კ. ძმარი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. უცხო სუნელი
  • 1 კგ ისპანახი ან 800 გრ მწვანე ლობიო
  • 1 ჩ.კ. ქონდრის თესლი
  • ბროწეულის მარცვალი გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

  1. გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში ნიგოზი, ნიორი და მწვანილი.
  2. დაჭერით წვრილად ხახვი.
  3. ისპანახს დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ ცოტა ხნით, შემდეგ დაწურეთ და დაჭერით.
  4. მოხარშეთ მწვანე ლობიო და ჭარხალი ცალ-ცალკე (თუ ლობიოს ამზადებთ), შემდეგ დაჭერით წვრილად.
  5. შეურიეთ ბოსტნეული და ნიგვზის მასა, დაამატეთ ძმარი, სუნელები, კარგად მოურიეთ.
  6. მზა კერძს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით!