როგორ მოვამზადოთ სალათი კრეკერითა და ბადრიჯნით

1230

როგორც იქნა, დადგა ახალი, ნატურალური და გემრიელი ბოსტნეულის სეზონი. სწორედ ამიტომ, ჩვენი რედაქცია ცდილობს ყოველ დღე გაგიზიაროთ სხვადასხვა განსაკუთრებული, ახალი და ყველასთვის ცნობილი კერძების რეცეპტები ქორფა პომიდვრებით, კიტრით, ბადრიჯნითა და ყაბაყით.

ბადრიჯანი ნივრითა და პომიდვრით

ეს კლასიკური კომბინაცია თქვენში ცხოველურ მადას გააღვიძებს. შემწვარი ბადრიჯნის რეცეპტს ნივრითა და პომიდვრით ყოველ ზაფხულს იყენებენ გამოცდილი დიასახლისები. ამ უმარტივესი რეცეპტით თქვენ მოამზადებთ ძალიან გემრიელ, ნოყიერ და ხელმისაწვდომ კერძს.

ქვემოთ იხილავთ, თუ როგორ მოამზადოთ ბადრიჯნის საუცხოო კერძი პომიდვრითა და ნივრით.

ინგრედიენტები

  • 100 გრ კრეკერი
  • 1 ც საშუალო ზომის ბადრიჯანი
  • 3 ც პატარა ზომის პომიდორი
  • 150 გრ მაიონეზი ან 200 გრ არაჟანი
  • 200 გრ მაგარი ყველი
  • 1 კბილი ნიორი
  • მწვანილი

მომზადების წესი

1. დაჭერით ბადრიჯანი და კარგად დაამარილეთ. შეწვით ტაფაზე ისე, რომ ფერი იცვალოს. ასევე შეგიძლიათ იგი მსუბუქად მოთუშოთ, რომ სალათი უფრო დაბალკალორიული გამოვიდეს.

2. დახეხეთ ყველი. დაუმატეთ მას მაიონეზი ან არაჟანი, ასევე მწვანილი და ნიორი. შეგიძლიათ ნიორი დაჭყლიტოთ, მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ მას უბრალოდ წვრილად დაჭრით. სწორედ ასე შეინარჩუნებს სალათი არომატს.

3. თეფშზე დაალაგეთ კრეკერი, ზემოდან დაადეთ ბადრიჯნის ნაჭრები და წაუსვით მაიონეზის ნახევარი ნაზავი. შემდეგ დაადეთ ზემოდან პომიდვრები და წაუსვით დარჩენილი სოუსი ზედაპირზე.

4. აუცილებლად შეინახეთ სალათი მაცივარში 20 წუთით. თუ ცხარე კერძები გიყვართ, შეგიძლიათ დიდი რაოდენობით დაფქული შავი პილპილი მოაყაროთ. სალათი მზადაა. გემრიელად მიირთვით!